ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოს საგანგებო განცხადება -გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს

გაუზიარე მეგობრებს

გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან.

ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, საულიერო პირთაგან.

სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული ,,სიმპათიები” თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა და გაჟღერებულა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად განცხადებებში ევროინტეგრაციის გზის შესახებ.

საქართველოს საპატრიარქო ( 09.03.2023)  

🎗️👇🎗️👇✨👇✨👇✨👇✨👇✨👇✨👇✨🎗️

მნიშვნელოვანი ამბავი –

დედა ღვთისმშობლის ტაძარი შენ შემწეობას კვლავ ელოდება 😌📿 09.03.2023
გთხოვთ, რომ ეს პოსტი ყველამ წაიკითხოთ,

ბევრმა იცით, რომ ეს საოცარი სასწაულია, რადგან ღვთისმშობელს სურს, რომ ეს იყოს ტაძარი, რომელიც მთლიანად იქნება ხალხის მიერ შემოწირულობით აშენებელი, რომელთაც არ აქვთ დიდი საშუალება, თუმცა მთელი გულით სწირავენ დედაღვთისას და გვწამს, რომ ღვთისმშობელიც არ აყოვნებს მათ მიმართ დედობრივ მზრუნველობას..

✨😌 ,უამრავი ადამიანი გვეხმაურება და სწირავენ ტაძარს, რაც შეუძლიათ, საოცარია რომ დღემდე არ გამოჩნდა ისეთი შემომწირველი, რომელიც სრულად დააფინანსებდა ტაძრის სრულ რეაბილიტაციას, თითოეული თქვენთაგანი არის საოცრად დიდი და მადლიანი საქმის მონაწილე.

📿♥️ საოცრად თბილი ტაძარია, ამას აღნიშნავს, ყოველი ადამიანი რომელიც პირადად სტუმრობდა ღვთისმშობლის ამ მცირე სავანეს.. მართალია ნელნელა, თუმცა საოცრად მშვენდება ტაძარი და გვწამს, რომ თქვენი დახმარებით, ბოლომდე მივიყვანთ ტაძრის გამშვენებას

კვლავაც გთხოვთ შემწეობას და ასევე ყველას ვისაც საშუალება გექნებათ, მოდით და პირადად ნახეთ ეს საოცრად თბილი და მადლიანი ტაძარი, გვჯერა, რომ თითოეული ლარი, რომელსაც სწირავთ ღვთისმშობელს, თქვენ და თქვენს ოჯახებს სიკეთით დაუბრუნდება, თითოეული თქვენგანის წყალობით უამრავი რამ გაკეთდა ტაძარში და არაერთი ხატი დაიწერა…

♥️📿 ყველამ, ვინ კი შეეწევით ამ ტაძარს მოგვწერეთ მოსახსენებელი, რათა ჩვენის მხრიდანაც გამოვხატოთ მცირედი მადლიერება და მოგიხსენიოთ  დიდ მარხვის ლოცვებში, რომელიც განსაკუთრებული წყალობით არის სავსე…

სახელები მოგვწერეთ  მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

ასევე შეგიძლიათ, მოგვწეროთ მოსახსენებელი მიცვალებულთათვის – 40 დღიანი პანაშვიდისთვის

579236309

 GE32BG0000000699979200 –  საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

GE43CD0360000024322537 – კრედო

დანიშნულება: ” ღვთისმშობლის ტაძარი ”

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

იგივე ანგარიშებზე ირიცხება, ევროში და დოლარში

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინზე ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?

ტაძარი მდებარეობს გორის რაიონი სოფელი მეჯვრისხევი

ზემოთ