ინფორმაცია სააღდგომო მარხვის შესახებ – 2021 წელი

გაუზიარე მეგობრებს

მოგვიახლოვდა სააღდგომო მარხვა, წელს  აღდგომის მარხვა დაიწყება 15 მარტს და დასრულდება 2 მაისს – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით.

22 თებერვლიდან –  28  თებერვლამდე არის  მსგეფსი. ანუ ოთხშაბათი პარასკევი არ  არის მარხვა.

ირველი  მარტიდან –   7  მარტის ჩათვლით არის ხორციელის კვირა. ანუ ოთხშაბათი პარასკევი არის  მარხვა. მორწმუნეებს 7 მარტის შემდგომ აღარ შეუძლიათ მიიღონ ხორცი.

8 მარტიდან იწყება ყველიერის კვირა –  მთელი კვირა შეიძლება  რძის ნაწარმის , თევზის და  კვერცხის მიღება. ყველიერის  სამშაბათ საღამოდან ( 9 მარტი)  პარასკევ საღამომდე (12 მარტი) იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.

15 მარტს კი დაიწყება  სააღდგომო მარხვა. მთელი მარხვის მანძილზე – კვირა საღამოდან პარასკევ საღამომდე იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.

6 მარტს კი არის მიცვალებულთა ხსენება – ე.წ. კორკოტობა

 

ზემოთ