მთელ საქართველოს გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს!
წმინდა ნინო ბრძანდება წმინდანი წმინდანთა შორის ქართველი ერისა!
🌸 წმინდა ნინო დღესაც აგრძელებს თავის ქადაგებას საქართველოში, დღესაც ცდილობს, მოაქციოს, – იგი დღესაც არის განმანათლებელი საქართველოსი. წმინდა ნინოს ღვაწლი – არ არის
მხოლოდ ისტორიული ფაქტი, წმინდა ნინოს მოღვაწეობა გაგრძელდება, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.
🕊️ მახსენდება ერთი მეუდაბნოე მონაზონი, რომელიც აფხაზეთში მოღვაწეობდა და ზოგჯერ სოხუმში ჩამოდიოდა, იგი იყო ბრმა. და მას ჰქონდა ასეთი ჩვენება, იხილა წმინდა ნინო, რომელმაც უთხრა: „მე ვაგრძელებ ქადაგებას საქართველოშიო“. მონაზონმა დაინახა როგორ დადიოდა წმინდანი და ქადაგებდა. ასე რომ, წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელი იყო წარსულშიც, არის დღესაც და იქნება მომავალშიც.
🙏 იყო დრო, როდესაც ჩვენი მღვდელმთავრები გულისტკივილით ამბობდნენ, რომ წმინდა ნინოს
დღესასწაულზე ქართველი ხალხი არ მიდიოდა ეკლესიაში და წირვას ესწრებოდნენ მხოლოდ ბერძნები, რუსები, სხვა ეროვნების ადამიანები. ქართველი მღვდელმთავრები ოცნებობდნენ იმ დროზე, როდესაც ქართველი ერი დაბრუნდებოდა ეკლესიაში.
🌿 მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, სტუდენტობის წლები, როდესაც ჩვენი
კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებდა წირვას და ამ წირვაზე სულ
20-25 კაცი იდგა. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ტაძარში ურწმუნო ადამიანი შემოვიდოდა და შეურაცხყოფდა სიწმინდეს. ერთხელ უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე წირვას აღავლენდა და შემოსულა ერთი ურწმუნო კაცი ქუდით და სიგარეტით ხელში, რომელიც დაცინვით ათვალიერებდა ყველას. არავინ იყო, რომ
გაეყვანა ეს ადამიანი ტაძრიდან. თვითონ კათოლიკოს-პატრიარქს შეუწყვეტია წირვა, გამოსულა და იგი გაუყვანია ტაძრიდან. აი, ასეთი სულიერი გაჭირვებაც ჰქონია საქართველოს!
🌿 მაგრამ დადგა ჟამი ლოცვისა, შენებისა და ქართველი მრევლი ვეღარ ეტევა ტაძრებში და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის! მიმაჩნია, რომ ეს არის წმინდა ნინოს დამსახურება, მისი დიდი ღვაწლი. წმინდა ნინო დღესაც ზრუნავს საქართველოზე, ჩვენს სულიერებაზე, ჩვენს ყოფაზე
🙏 განსაკუთრებით მინდა შევთხოვო წმინდა ნინოს, დაეხმაროს ურწმუნო, გზააცდენილ ადამიანებს, შეწიოს მათ, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოებსა და ციხეებში არიან და ღმერთმა ინებოს, რომ წმინდა ნინოს ლოცვით აღდგეს საქართველოში სულიერება!
პატრიარქი ილია მეორე ( ქადაგება არქივიდან – 2007 წელი )
☘️☘️💚💛🌸🕊️🌺💮🌼🕊️🌿☘️🌸🌺🕊️
საქველმოქმედო ინფორმაცია 👇❤️
როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )
ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში…
შესაწირი ტაძრისთვის 🌺☘️🌿
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება – ივერიის ღვთისმშობელი
აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში