ლოცვა – გაჭირვების, განსაცდელის ჟამს. ბევრმა არ იცის ამ ლოცვის შესახებ.

გაუზიარე მეგობრებს

 ლოცვა განსაცდელის, გაჭირვების ჟამს.

დიდებით გადიდებთ შენ, უფალო, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა ზედა, და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, არამედ იხსენ ჭირისაგან სული ჩემი; და აწ, მეუფეო, დამიფარენ ხელმან შენმან. და ნუმცა იხილავს სული ჩემი დაბნელებულსა მას პირსა ბოროტთა ეშმაკთასა, არამედ შეივედრებენ მას ანგელოსნი შენნი ბრწყინვალენი და ნათლისანი.

წმიდანო ღვაწლისმძლენო მოწამენო – ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი, შუამდგომელნო წინაშე საღმრთოსა საყდრისა, მოჰხედეთ ჭირთა და იწროებათა ჩვენ ზედა მოწევნლთა და გვიხსენით მოსწრაფებით, სარწმუნოებით და სურვილით პატივის-მცემელნი თქვენნი.

უფალმა დაგიცვათ, დაგიფაროთ, წყალობა არ მოგაკლოთ

ზემოთ