მადლიერების ქვა ❤️
📖 ,,ერთი ქრისტიანი კაცი პრობლემებმა დაამძიმა და მონასტერში ავიდა თავის მოძღვართან.
„სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე… ოჯახიც დამენგრა… ბანკის ვალში ვიხრჩობი… ლამისაა თავი მოვიკლა…“ — შესჩივლა მან მღვდელს.
🙏 მოძღვარმა გულისყურით მოისმინა სასოწარკვეთილის ჩივილი და ერთადერთი რამ ჰკითხა: „ამ ბოლო დროს რამე სასიხარულო თუ მომხდარა შენს ცხოვრებაშიო?“
„არაფერიო“, — უპასუხა კაცმა.
❓ „მადლობელი თუ ყოფილხარო“, — კვლავ ჰკითხა მოძღვარმა.
„უბედური კაცი რისი მადლობელი უნდა იყოსო“, — თავი იმართლა კაცმა.
🙏 მოძღვარმა ილოცა სულიერი შვილისთვის. მერე გარეთ გაიყვანა, ტაძარს გარშემო შემოატარა. იქვე ერთი პატარა კენჭი იპოვა, მიაწოდა და უთხრა:
✅ — ეს მადლმოსილი ქვაა, უბრალო არ გეგონოს, სულ თან უნდა ატარო და ყოველდღე, როცა სულ მცირე სიხარულს მაინც წააწყდები, ხელი მყარად მოუჭირე ამ კენჭს და მადლობა გადაუხადე უფალს.
— სიხარული სად ვიპოვო მამაო? — იკითხა გულმკვდარმა კაცმა.
— აქ რომ ამოხვედი, ჩემი დანახვა ხომ გაგეხარდა?
— დიახ, მამაო.
🙏 — ჰოდა აი, ამით დაიწყე, ახლავე მაგრად მოუჭირე ხელი მაგ ქვას და რა გულითაც გაგეხარდა ჩემი დანახვა, იმ გულით მადლობა გადაუხადე უფალს.
კაცმა შეასრულა მოძღვრის რჩევა, მაგრად მოუჭირა მუჭში მომწყვდეულ ქვას და „მადლობა უფალოო“ — ჩურჩულით წარმოსთქვა.
🙏 — ასე განაგრძე ამის შემდეგ — უთხრა მოძღვარმა — ნუ იქნები უმადური და თვალბინდიანი და თუ რამ სასიხარულო ნახო, ნუ დაგეზარება მადლობის თქმა. აქედან რომ მშვიდობიანად ჩახვალ სახლში, მადლობა თქვი; ბავშვი რომ შემოგეგებება ენის ტიკტიკით, გაიხარე და მადლობა თქვი; ვინმე რომ მადლობას გეტყვის სიკეთისთვის, ამაზეც ღმერთს ჰმადლობდე და თან ამ მადლმოსილ ქვას ნუ დაივიწყებ.
🔖 მორჩილად შეასრულა კაცმა მოძღვრის კურთხევა. ზურგი შეაქცია უსიამოვნო ფიქრებსა და გრძნობებს. მადლიერების ტალღაზე განაწყო თვისი გონება, სული და გული. ჩვევად ექცა სამადლობელო საქმის ძიება და მოხდა უცნაური რამ: თანდათან გამრავლდა ისეთი ფაქტები, ისეთი მოვლენები და გარემოებები, რომლებსაც მართლა მოქონდა მეტი და მეტი სიხარული; იმ სიხარულისთვის მადლიერება კი ორმაგად და სამმაგად ზრდიდა სიხარულსაც და ამ სიხარულის მიზეზებსაც, ხოლო მადლიერების ქვაზე უმიზეზოდ შეხებაც კი მის ტვინს მადლობისთვის განაწყობდა.
🙏 ხოლო მისი გული მაგნიტივით იზიდავდა დადებით ემოციებს: სიხარულს, სიყვარულს და იმედს”
🌸🌼💚🌸🌼💚🌸🌼💚🌸🌼💚🌸🌼💚🌸🌼
საქველმოქმედო ინფორმაცია..
გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….
სამწუხაროდ ტაძრის აღდენა ვერ სრულდება..
წლებია ხალხი, თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც უჭირთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, დედაღვთისას სწირავდნენ და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას..
მადლობა ყველას ვინც მუდამ გვერდში უდგას ტაძარს და ეწევა თუნდაც 1 ლარით… თქვენი წყალობით ბევრი რამ გაკეთდა ტაძარში, თუმცა გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული..
ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში
გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით