მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებით.

გაუზიარე მეგობრებს

ამბავი დიდი მოღვაწის – მამა ვიტალის შესახებ.
ეცადეთ, ყველამ წაიკითხოთ მისი ცხოვრების ეს მოკლე მონაკვეთი და უთხარათ სხვებსაც…

👉 “თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ” – ილია მეორე მამა ვიტალის შესახებ.

🖍️ მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა 1928 რუსეთში. მისი დედა  ჯერ კიდე მისი მუცლად ტარებისას, ასე ლოცულობდა: “ღმერთო, ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადამიანებისთვისაცო “

👉 მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: “საიდან ორი მზე” პასუხად ჩაესმა: “ერთი მზე შენს საშოშია” რვა დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა, ემბაზში კი ფეხზე დადგა.

💒 “ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება”. სახლში დედას ჩვილის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. გადმოცემის თანახმად, ყრმა ვიტალი ხორცს საერთოდ არ იღებდა, ხოლო ოთხშაბათს და პარასკებ რძესაც არ აკარებდა პირს. პატარა ვიტალის კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმიდა სახარება გამხდარა. 16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია.

💒 1969 წელს მამა ვიტალი  თბილისში ჩამოვიდა და წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის  ტაძარში მივიდა სადაც მაშინ მეუფე ზინობი (მაჟუგა) მოღვაწეობა და რომელმაც აკურთხა მღვდელმონაზონად.

🍁 მისთვის საქართველო ყოველთვის “წმიდა ივერია” იყო. სამოქალაქო ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხით აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. აფხაზეთის ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: “იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით.

🌿 შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა”. 1992 წელს ძმათამკვლელი ომის დროს მამა ვიტალიმ გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით ანთებდა უამრავ სანთელს. მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს.

🙏 იგი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლს სულიერ ბრძოლაში – მამა გაბრიელს, ამბობდა ხოლმე: “გაბრიელ ბერი – უდიდესი ბერია”.

🖍️ მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ წინასწარ იცოდა.

💒 გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა. მასთან ხშირად მიდიოდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. გარდაცვალების შემდეგ ცხედარი დაასვენეს წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

💒 მიცვალებულს  წესი პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.

🖍️ მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. ასეა დღემდე. მონაზონთა გადმოცემით, მას უთქვამს “მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”

მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში,  დღესაც უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ მამა ვიტალი ბევრჯერ დახმარებია.

👉 მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ..

🍁 მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!“ – უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.

🌿 შეგვეწიოს ყველას მისი მადლი. გვწამს, რომ მალე მოხდება მამა ვიტალის წმინდანათ კანონიზირება.

🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁

ახალი ინფორმაცია – ივერიის ღვთისმშობლის შესახებ..

გთხოვთ წაიკითხოთ სრულად… ❤️

🔔 ძალიან კარგი ინფორმაცია, ყველას გაგიხარდებათ – რადგან უამრავი თქვენთაგანია ამის მონაწილე….

🖍️ როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომიწრველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით.

🔶 არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

🙏 დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მოხდა, ამ ტაძრის აღდგენაში, მთლიანად გამშვენდა კანკელის ხატები და ვფიქრობთ მართლაც ულამაზესია, საოცარი მადლით აივსოს ივერიის ტაძარი.. ! ( ფოტოები, იხილეთ ქვემოთ)

💒 ყველას, ყველას გწირავთ უდიდეს მადლობას, რომ ღთისმშობელმა თქვენით, თქვენი საშუალებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინა წინ ტაძრის აღდგენისკენ

გვწამს გვჯერავს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა და ამ დიდებულ ტაძარში აღდგება წირვა – ლოცვა…

ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, სამწუხაროდ გამოსაცვლელი გახდა მთლიანად სახურავი, გადასახური ქართული აგურით და შემდეგ შესაბამისი სახურავი, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

🖍️ ასევე ასაშენებელია სამრეკლო, პარალელურად მიმდინარეობას ტაძრის შუა ტაძარში დაბრძანებული ხატის – ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაწერა, გვსურს ასევე, მამა გაბრიელის ხატის დაწერა. თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.

გთხოვთ დავუდგეთ ტაძრის მშენებლობის გაგრძელებას გვერდით ძალისაებრ ჩვენისა…

👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე ! (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

 

ზემოთ