როგორც ვცხონდეთ ? – 12 ყოველდღიური რჩევა მამა გაბრიელისგან

გაუზიარე მეგობრებს

12 რჩევა მამა გაბრიელისგან

1) ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია. გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს.

2) ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე. ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? ჰკითხეს გაბრიელ ბერს. – ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა.

3) კეთილი ყველასავთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული.

4 ) როდესაც საჭმელს სჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.

5) უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

6) თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.

7) თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

8 ) მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.

9 ) როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?

10 ) ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობდენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს.

11 ) სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ.

12 ) თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი.

ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს, გახსოვდეთ ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება !

ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი.

🌿💛🌿💛🌿💛🌿🌳🌿🌳🌿💛🌿🌿💛🌿💛

საქველმოქმედო ინფორმაცია..

გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….

სამწუხაროდ ტაძრის აღდენა ბოლომდე ვერ სრულდება, რადგან საჭირო გახდა სახურავის მთლია?ად გამოცვლა, რაც დიდი თანხებთან არის დაკაშვირებული.

წლებია ხალხი, თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც უჭირთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, დედაღვთისას სწირავდნენ და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას..

მადლობა ყველას ვინც მუდამ გვერდში უდგას ტაძარს და ეწევა თუნდაც 1 ლარით… თქვენი წყალობით ბევრი რამ გაკეთდა ტაძარში, თუმცა გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული..

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით..

ტაძრის შიდა ნაწილი ამ ეტაპისთვის

ზემოთ