საქართველოს პატრიარქის მიმართვა – ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია

გაუზიარე მეგობრებს

  საპატრიარქო პატრიარქის კურთხევით განცხადებას ავრცელებს 

✨👇 ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, ყველა, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, შევუერთდეთ მსვლელობას.

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

🔸 ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს,საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმიმდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

🔸 მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!

🔸 უფალმა დაგლოცოთ!
ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!

ზემოთ