20 მარტს, ღვთისმშობლის გამორჩეული ხატის ” ცოდვილთა ხელისამპყრობელი ” ის ხსენების დღეა. სახელიდანაც ვიგებთ, რომ დედაღვთისას, ეს სასწაულთმოქმედი ხატი, შეეწევა მათ ვინც უფლისკენ სინანულით მიილტვის.
ხატზე ოთხივე კუთხეში გამოსახულია გრაგნილები წარწერებით:
ზემოთ ერთ მხარეს – “მე ვარ ცოდვილთა ხელისამპყრობელი ჩემი ძის წინაშე”.
მეორე მხარეს – “მან მომცა მე უფლება, რომ ყოველთვის შევისმინო მათი”.
ქვედა ნაწილზე ერთ მხარეს:
“და ისინი ყოველთვის სიხარულს მომანიჭებენ”,
მეორე მხარეს – “სიხარულს ყოველთვის ჩემი საშუალებით გამოითხოვენ”.
ღვთისმშობლის ხატი ცოდვილთა ხელისამპყრობელი დღემდე ძველი სახითაა – ის პერანგით შემკული არ არის, თუმცა ბევრს სულით სურდა, რომ მისთვის უმდიდრესი სამოსელი მიეძღვნა. ირწმუნებიან, რომ მის შემომწირველს ბონჩესკულის ხილვაში ეუწყა, რომ ხატს შესამოსელი არ დაფარავდა.
ხატს დღემდე, უამრავი სასწაული უკავშირდება. შეგეწიოთ და გაგახაროთ დედაღვთისამ
საქველმოქმედო ინფორმაცია
ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )
ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში
შესაწირი ტაძრისთვის
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
პირადი ნომრით: 59801134216
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში