უმძიმესი დრო მოდის, ათონელი ბერის წინასწარმეტყველება.
ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ – გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენ ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.
მე ვხარობ, როდესაც ანგარიშის გასწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი. მოდით, ვიხარებდეთ, რომ დღეს ჩვენ წინაშე ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის.
წარსულს დროში იწყებოდა ომი, ადამიანი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად და თავისი მამულის, თავისი ხალხის დასაცავად. ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა იმიტომ, რომ მამული დავიცვათ, ომში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ბარბაროსებს აღვუდგეთ წინ, რათა მათ არ იმძლავრონ ჩვენს დებზე და არ შეურაცხგვყონ ჩვენ. ჩვენ ომს წარვმართავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა – ძალათა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე.
ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა. წმიდანები კიდევ უფრო განიწმიდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგელნი შეიქნებიან [13]. მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.
ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.
+ მამა პაისი მთაწმინდელი
📿💫📿💫📿💫📿💫📿💫📿💫📿💫📿💫📿💫
მნიშვნელოვანია, რომ ეს პოსტი ყველამ წაიკითხოთ, სულ ერთი წუთით დაგვითმოთ, რადგან ეს შენც გეხება
✨😌 ალბათ, ერთ წელზე მეტია ვითხოვთ შემწეობას ჩვენი ზეციური დედოფლის ტაძრისთვის, უამრავი ადამიანი გვეხმაურება და სწირავენ ტაძარს, რაც შეუძლიათ, საოცარია რომ დღემდე არ გამოჩნდა ისეთი შემომწირველი, რომელიც სრულად დააფინანსებდა ტაძრის სრულ რეაბილიტაციას.
ესეც სასწაულია, რადგან ღვთისმშობელს სურს, რომ ეს იყოს ტაძარი, რომელიც მთლიანად იქნება ხალხის მიერ შემოწირულობით აშენებელი, რომელთაც არ აქვთ დიდი საშუალება, თუმცა მთელი გულით სწირავენ დედაღვთისას და გვწამს, რომ ღვთისმშობელიც არ აყოვნებს მათ მიმართ დედობრივ მზრუნველობას..
საოცრად თბილი ტაძარია, ამას აღნიშნავს, ყოველი ადამიანი რომელიც პირადად სტუმრობდა ღვთისმშობლის ამ მცირე სავანეს.. მართალია ნელნელა, თუმცა საოცრად მშვენდება ტაძარი და გვწამს, რომ თქვენი დახმარებით, ბოლომდე მივიყვანთ ტაძრის გამშვენებას
კვლავაც გთხოვთ შემწეობას და ასევე ყველას ვისაც საშუალება გექნებათ, მოდით და პირადად ნახეთ ეს საოცრად თბილი და მადლიანი ტაძარი, გვჯერა, რომ თითოეული ლარი, რომელსაც სწირავთ ღვთისმშობელს, თქვენ და თქვენს ოჯახებს სიკეთით დაუბრუნდება
ყველამ, ვინ კი შეეწევით ამ ტაძარს მოგვწერეთ მოსახსენებელი, რათა ჩვენის მხრიდანაც გამოვხატოთ მცირედი მადლიერბა და მოგიხსენიოთ საღვთო ლიტურგიაზე, რომელიც არის ყველაზე დიდი მადლი დედამიწაზე.
სახელები მოგვწერეთ ნომერზე 579 23 63 09 ან პირად შეტყობინებაში…
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი
GE43CD0360000024322537 – კრედო
დანიშნულება: ” ღვთისმშობლის ტაძარი ”
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216
იგივე ანგარიშებზე ირიცხება, ევროში და დოლარში
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინზე ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )
https://paypal.me/saqartvelosimedi?
ტაძარი მდებარეობს გორის რაიონი სოფელი მეჯვრისხევი, მეჯუდის პირას