ქრისტიანთა დედა – ათონელი მამები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ…

გაუზიარე მეგობრებს

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი
წმიდა იოსებ ისიქასტის შესახებ

🌺 შეუძლებელია აღწერო ბერი იოსების სიყვარული ღმრთისმშობლის მიმართ. ჯერაც არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მსგავსად ჰყვარებოდა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, როგორც ბერ იოსებს. მას თვალებიდან ცრემლი სდიოდა, როგორც კი მის სახელს ახსენებდა, ან მის ხატს დაინახავდა, ან გაიგებდა, თუ როგორ უგალობს ვინმე ღმრთისმშობელს. ერთხელაც, მთელი ღამე გაათენა და ამიხსნა კიდეც ამის მიზეზი: ”ვერ დავიძინე, მხოლოდ იმის გამო, რომ დედა ღმრთისა გამახსენდა”. ასე უყვარდა მას ის.

🕊️🌺 ამ სიყვარულს მის წერილებშიც ვხედავთ: ”არ შემიძლია მხოლოდ ერთხელ ვემთხვიო ღმრთისმშობლის ხატს და განვეშორო. როგორც კი ვუახლოვდები, როგორც მაგნიტი ისე მიზიდავს, სურვილი მაქვს საათობით განუწყვეტლივ ვემთხვეოდე. რაღაც ცოცხალი სუნთქვა აღავსებს ჩემს სულს, ვივსები მადლით და არ მაძლევს საშუალებას განვეშორო მას. ასეთ მადლს აძლევს ჩვენი დედა ღმრთისმშობელი მათ, ვინც წმინდად ცხოვრობს. მრავალმა წმინდანმა უძღვნა საქებარი სიტყვები ჩვენს ღმრთიმშობელს, ხოლო მე უღმერთო კი ასე მოვუხმობ მას ყოველწამს: ”დედაო ჩემო! ჩემო ტკბილო დედა!” ვერ მოვძებნე ამაზე მეტად მშვენიერი და ტკბილი სახელი.

🌸🕊️ როგორც კი მას მოვუხმობთ, ის მეყსეულად დასახმარებლად მოიჩქარის. ვერც კი ასწრებ, თქმას: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შემეწიე მე!”- რომ, როგორც ელვა, ისე ანათებს გონებას და გულს საღმრთო ნათლით აღავსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, ხოლო გულს – სიყვარულისკენ. ხშირად მთელი ღამეც კი გადის ქვითინსა და მისი და მის მიერ შობილის, იესუ ქრისტეს ტკბილხმოვან დიდებისმეტყველებაში”.

🌸 მამა იოსებმა უკვე დიდი ხნის წინ თხოვა მას, რომ თავისთან წაიყვანოს. ხანდახან ის ღმრთისმშობლის ხატს ჩაიხუტებდა და ცრემლებით ეუბნებოდა: ”როდის მოხვალ? როდის მიიღებ ჩემს სულს?” ამიტომაც ჩვენმა კეთილმა ღმერთმა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ბერი იოსები დიდი პატივის ღირსი გახადეს: მისი მიძინების დღეს, მიიძინა ბერმა იოსებმაც, რითაც ნათლად აჩვენა, თუ როგორ აღუსრულა ყოვლადწმიდა დედამ მასთან შეხვედრის გულისწადილი.

ჩვენც განუწყვეტლივ ქება შევასხათ უფლის ტკბილ დედას, ვევედროთ როგორც პატარა ბავშვი, სუფთა გულით.. ღვთისმშობელიც არავის დატოვებს იმედისა და სახარულის გარეშე..

🕊️🌸🌼🌺💮☘️🕊️🌸🌼🌺💮☘️🕊️🌸🌼

საქველმოქმედო ინფორმაცია 👇🌸

როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ტაძარი სასწაულებრივად თითო ლარით შენდება, სწირავენ დედაღვთისას და  დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას ყველას მის შემწეს ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )

ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში… ( ვისაც გულით სურს შეწირვა და არ აქვს ამის საშუალება, მოგვწერონ მათაც სახელები)

შესაწირი ტაძრისთვის 🙏🌿

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება – ივერიის ღვთისმშობელი

აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ასევე –

GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

ზემოთ