შაბათს, ტაძრებში იკურთხება წანდილი – კოლიო და მოიხსენიება ოჯახის წევრები ( ცოცხლები)

გაუზიარე მეგობრებს

შაბათს, მარხვის პირველ კვირას, ტაძრებში იკურთხება წანდილი – კოლიო, ამ შემთხვევაში უკვე ცოცხალთა სახელზე.

🌸 დიდმარხვის პირველ შაბათს, წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღეა.

🌸 ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. აღესრულება დიდმოწამე თეოდორე ტირონის სავედრებელი კანონი და წანდილის კურთხევა, რის შემდეგაც დაურიგდებათ მორწმუნეებს..

კოლიო,  სახლში უნდა მოიხარშოს დღეს საღამოს.. ( ზოგიერთ ტაძარში კოლიოს ასევე აკურთხებენ პარასკევს.. )

🌸 წმინდა თეოდორე ტირონი მე-4 საუკუნის დასაწყისში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა.

🌸 წმინდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ მეფემ იულიანე განდგომილმა გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან კონსტანტინეპოლის გამგებელს უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორე ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოსს და გააფრთხილა, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

🌸 ამ მოვლენის აღსანიშნავად ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად მორწმუნეთათვის კოლიოს აკურთხებს.

🌸 წმინდაო დიდი მოწამეო თეოდორე ტირონო ევედრე ღმერთსა ჩვენთვის..

🌸🌼🌺🏵️❤️😀🌼🌺❤️🏵️🌸🌼🌺

საქველმოქმედო ინფორმაცია  👇❤️

როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს  ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )

ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ( ცოცხალთა)  ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში..

შესაწირი ტაძრისთვის

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

პირადი ნომრით: 59801134216

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

ზემოთ