ხვალ, პირველად გადაიშლება საღვთო წიგნი, რომელსაც ,,მარხვანი” ეწოდება..

გაუზიარე მეგობრებს

ხვალ, ერთი საოცარი დღეა.

დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩავიხედოთ ჩვენს სულში, ჩვენს გულში.

ხვალ, პირველად გადაიშლება საღვთო წიგნი, რომელსაც ,,მარხვანი” ეწოდება..

ამბავი, რომელზეც მოგვითხობს უფალი ეს არის იგავი – მეზვერისა და ფარისევლის შესახებ..

ისტორია იმდენად საოცარი და სიღრმისეულია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვაფიქრებს ჩვენს ცხოვრებაზე.

უფლის ტაძარში შედის ცოდვილი მეზვერე და მდიდარი ადამიანი.
ტაძრის წინა ნაწილში ამაყად მდგომი ფარისეველი იმეორებს სიტყვებს:

გმადლობ შენ ღმერთო, რამეთუ არა ვარ როგორც სხვა, მტაცებელი და მემრუშე, როგორც მეზვერე. კვირაში ორგზის ვმარხულობ და მონაგებისაგან ვწირავ მეათედსო“.

უკან მდგარი მეზვერე კი ზევით ახედვასაც კი ვერ ბედავს თავისი ცოდვილი მდგომარეობის გამო, მკერდზე იცემს ხელს და თვალცრემლიანი ამბობდა:

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე…

ჰოი, საკვირველი მართლმსაჯულება ღვთისა.
ყოველთა შემწყნარებელმა არ შეიწყნარა ის, რომელიც თითქოს, უნდა შეეწყნარებინა, კაცი ცოდვილი და მტაცებელი კი გაამართლა. უფალმა გაამართლა ცოდვილი, რადგან შეინანა. სხვათა განმკითხველი და დამამდაბლებელი ფარისეველი კი არ შეიწყნარა. ასე რომ, ტაძრიდან გამართლებული მეზვერე გამოვიდა .
უფალის წინაშე გამართლდა ცოდვილი ადამიანი.

დღეს ხშირად გვავიწყდება მეზვერეს და ფარისეველის მაგალითი, ხშირი შემთხვევაა, როცა ვამბობთ, რომ მოვდივართ ტაძარში, ვლოცულობთ და უკეთესები ვართ, სინამდვილეში, ყველაზე დიდი გრძნობაა არა მხოლოდ ლოცვა და მარხვა, არამედ თავმდაბლობა, როცა ადამიანი გრძნობს თავის ცოდვას და დანაშაულს..

ღმერთმა ყველას მოქვცეს სინანული მეზვერისა..

აქვე შეგასენებთ, რომ მომავალი კვირიაკე არის ხსნილი, ოთხშაბათი – პარასკევი არ არის მარხვა…

ზემოთ