12 თებერვალს არის უძღები შვილის კვირა ანუ დაბრუნება ღმერთთან.
-
გამოყავით დრო და წაიკითხეთ სრულად ❤️
უძღები შვილის ფიქრები….
ეს არის საოცარი დღე, დღე რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს საკუთარ ცხოვრებას..
თითოეული ჩვენგანი არის უძღები შვილი.
შვილი, რომელსაც მუდამ ელოდება მოწყალე ღმერთი.
უფალმა ყველაზე ძვირფასი გაიმეტა ჩვენთვის – საკუთარ ძეებად გვაქცია, გულში ჩაგვიკრა. ყველაზე ძვირფასი სახლის კარი გაგვიღო, მაგრამ ჩვენ მაინც მივატოვეთ.
მივატოვეთ იმ იმედით რომ უკეთეს ვიპოვიდით. უკეთესათ ვიცხოვრებდით.
ვიპოვიდით ბედნიერებას ,,სხვაგან”.
წამოვედით…
ვაკეთებდით იმას რაც გულს ახარებდა, რაც თითქოს შვებას აძლევდა ჩვენს სულს.
დრო გადიოდა… მაგრამ რა ხდება?
თითქოს ისე აღარ იყო, როგორც უწინ, გული უფრო და უფრო მწუხარებას გრძნობდა.
სულში შავი ღრუბელი ბინდდებოდა.
თითქოს ჰაერი აღარ გვყოფნიდა.
გაგვახსენდა ის დრო როცა უფალთან ვიყავით. გვახსენდებოდა როცა მზრუნველი მამა გვფარველობდა.
ცრემლები მოგვადგა…
სულმა მამას დაუწყო ძებნა… გაგვიჭირდა…
გაგვიჭირდა და მამასთან მოგვინდა.
მაგრამ რა ვუთხრათ? რით ავხსნათ ჩვენი უმადურობა? ნეტავი რას გვეტყვის, ან ჩვენ რას ვეტყვით?
გული თრთთოლავდა…
გული გამუდმებით იმეორებდა:
,,ვცოდე მამაო, ვცოდე მამაო”
და აი ფიქრებში გართულნი მივედით მამის კარებთან, შეშინებულნი, უიმედონი.
ეზოში ვიღაც დგას.
ეს რა ხდება, ვის ელოდება ასე მოუთმენლად?
ჰოი საოცრებავ, ეს მამაა ჩვენი, გულში გვიხუტებს, ძეეობას გვიბრუნებს, ლხინს გვიმართავს. უკან დარჩა ყველა ჩვენი განცდა, ყველა ჩვენი ტკივილი.
მამას საყვარელი ძე დაუბრუნდა.
დაკარგული კრავი მივიდა მასთან.
აი, ასე ვართ ყველა.
ყველა ჩვენთაგანი არის უძღები შვილი.
მაცხოვარი მივატოვეთ..
მაგრამ საოცარია განგება და სიყვარული ღვთისა, ის როგორც პატარა ბაშვი დედას, ისე გველოდება. გველოდება გამუდმებით.
გველოდება ყოველ კვირა, ყოველ დღე, ყოველ წამს…..
❓ რამდენი ჩვენი ახლობელი, მეგობარი, ოჯახის წევრი, დადიოდა ეკლესიაში.
მაგრამ სად არიან ისინი?
სად წავიდნენ?
უფალი მუდამ გზაზე დგას და ელოდება როდის გამოჩნდება დაკარგული შვილი.
ის მზათაა ყველაფერი გვაპატიოს, ოღონდაც მასთან ვიყოთ.
მგონი მოვიდა დრო, დავუბუნდეთ მამის წიაღს და ერთად შევღაღადოთ სიყვარულის ღმერთს:
,,ვცოდე მამაო, წინაშე შენსა და არღარა ღირს ვარ ძედ წოდებად”.
სინანულია საფუძველი და გასაღები ყოველგვარი სიკეთისა და, რაც მთავარია, ცხონებისა.
ღმერთმა ყველას გვყოს ძედ თვისად წოდება..მრავალს დაესწარით
📿📿💫✨💫✨💫✨💫✨💫✨💫✨💫
ეს სასწაულია, ეს შენ გეხება 😌♥️📿 მნიშვნელოვანია, რომ ეს პოსტი ყველამ წაიკითხოთ, სულ ერთი წუთით დაგვითმოთ, რადგან ეს შენც გეხება
✨😌 ალბათ, ერთ წელზე მეტია ვითხოვთ შემწეობას ჩვენი ზეციური დედოფლის ტაძრისთვის, უამრავი ადამიანი გვეხმაურება და სწირავენ ტაძარს, რაც შეუძლიათ, საოცარია რომ დღემდე არ გამოჩნდა ისეთი შემომწირველი, რომელიც სრულად დააფინანსებდა ტაძრის სრულ რეაბილიტაციას.
ესეც სასწაულია, რადგან ღვთისმშობელს სურს, რომ ეს იყოს ტაძარი, რომელიც მთლიანად იქნება ხალხის მიერ შემოწირულობით აშენებელი, რომელთაც არ აქვთ დიდი საშუალება, თუმცა მთელი გულით სწირავენ დედაღვთისას და გვწამს, რომ ღვთისმშობელიც არ აყოვნებს მათ მიმართ დედობრივ მზრუნველობას..
📿♥️ საოცრად თბილი ტაძარია, ამას აღნიშნავს, ყოველი ადამიანი რომელიც პირადად სტუმრობდა ღვთისმშობლის ამ მცირე სავანეს.. მართალია ნელნელა, თუმცა საოცრად მშვენდება ტაძარი და გვწამს, რომ თქვენი დახმარებით, ბოლომდე მივიყვანთ ტაძრის გამშვენებას
კვლავაც გთხოვთ შემწეობას და ასევე ყველას ვისაც საშუალება გექნებათ, მოდით და პირადად ნახეთ ეს საოცრად თბილი და მადლიანი ტაძარი, გვჯერა, რომ თითოეული ლარი, რომელსაც სწირავთ ღვთისმშობელს, თქვენ და თქვენს ოჯახებს სიკეთით დაუბრუნდება
♥️📿 ყველამ, ვინ კი შეეწევით ამ ტაძარს მოგვწერეთ მოსახსენებელი, რათა ჩვენის მხრიდანაც გამოვხატოთ მცირედი მადლიერბა და მოგიხსენიოთ საღვთო ლიტურგიაზე, რომელიც არის ყველაზე დიდი მადლი დედამიწაზე.
სახელები მოგვწერეთ ნომერზე 579 23 63 09 ან პირად შეტყობინებაში…
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი
GE43CD0360000024322537 – კრედო
დანიშნულება: ” ღვთისმშობლის ტაძარი ”
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216
იგივე ანგარიშებზე ირიცხება, ევროში და დოლარში
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინზე ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )
https://paypal.me/saqartvelosimedi?
ტაძარი მდებარეობს გორის რაიონი სოფელი მეჯვრისხევი