გილოცავთ კვირიკობას <3
🌿 28 ივლისს არის დიდებული დღესაწაული – ხსენება დიდთა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი.
წმინდა კვირიკე და ივლიტა ითვლება ბავშვთა და ოჯახის მფარველ წმინდანებათ. ასევე ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განმკურნებლებათ.
🌿 ეს დღე განსაკუთრებით იზეიმება სვანეთში, სოფელ კალაში მათივე სახელობის ტაძარში არის წმინდა მოწამეთა წმინდა ნაწილები.
მათი ცხოვრება არის გასაოცარი, და ზოგისთვის დაუჯერებელიც კი.
დედის თვალწინ აწამეს სამი წლის შვილი და ამ დროს ნეტარი ივლიტა უფალს მადლობას წირავდა ასეთი წყალობისათვის და ღმერთს ევედრებოდა, რომ გამძლეობა მიეცა მისთვის.
🌿 წმინდა ივლიტა ახალგაზრდობაში დაქვრივდა და დარჩა სამი წლის პატარა ბიჭი კვირიკე.
ქრისტეს აღმსარებლობის გამო შეიპყრეს დედაშვილი და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს თუმცა დედის პასუხი იყო: ,,მე ქრისტიანი ვარ და ჩემი სამშობლო ზეციური იერუსალიმია!“
🌿 კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა.
დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა:
🌿 „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.
როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.
🌿 „შეიბრალე თავი, ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“
თუმცა წმინდანი კიდევ უფრო გაძლიერდა რწმენაში, მადლობა შეწირა უფალს, რომ თავისი შვილი ასეთი მოწამეობის ღირსი გახადა და მალევე მასაც თავის მოჰკვეთეს.
🌿 შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ მათმა მადლმა და წყალობამ.
🕊️🥰💚🥰🕊️❤️🌿🥰🕊️❤️🌿🥰🕊️❤️🌿🥰
საქველმოქმედო ინფორმაცია..
გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….
სამწუხაროდ ტაძრის აღდენა შეჩერებულია.
წლებია ხალხი, თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც უჭირთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, დედაღვთისას სწირავდნენ და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას..
მადლობა ყველას ვინც მუდამ გვერდში უდგას ტაძარს და ეწევა თუნდაც 1 ლარით… თქვენი წყალობით ბევრი რამ გაკეთდა ტაძარში, თუმცა გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული..
ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში
გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით