გილოცავთ სვეტიცხოვლობას – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ ? 👇

გაუზიარე მეგობრებს

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება

🖍️ სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის დიდი ეროვნული და  საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის   განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. ისტორიულად ამ დღეს ტაძარს მომლოცველები ქვეყნის ყველა კუთხიდან სტუმრობდნენ.

🌿 კვართი უფლისა, ღვთის განგებით, არის ჩვენი სულიერი შესამოსელი.
ამ ადგილის მადლით, მრავალი სასწაული, მრავალი წყალობა უბოძა ღმერთმა საქართველოს !

👉 სვეტიცხოველი არის ის წმინდა ადგილი, სადაც დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. საუკუნეთა მანძილზე ყოველ მეფეს, პატრიარქსა და ქართველს მოუდრეკია მუხლი ამ წმინდა ტაძარში. ეს ის ტაძარია, სადაც ისტორიულად ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დღემდე აკურთხებენ კათოლიკოს-პატრიარქსა და მღვდელმთავრებს. ეს არის წმინდათაწმინდა ადგილი. ეს არის გული საქართველოსი.

სვეტიცხოველი, ეს ჭეშმარიტად ეკლესიათა დედოფალია

💫 სვეტიცხოველი არის დიდი და მძლავრი კელაპტარი, რომელიც დაანთეს წმინდა ნინომ, მირიანმა და ნანამ, რომელიც დაანთო ბიზანტიის დიდმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა! მან ახლადგაქრისტიანებულ საქართველოში ძღვნად გამოგზავნა ორი სამსჭვალი, რომლითაც განგმირული იყო ხელნი უფლისა იესო ქრისტესი.

✨ ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ! ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

👉 ამონარიდები კათოლიკოს პატრიარქთა ქადაგებებიდან..

💫✨〽️✨💫✨💫✨💫✨💫✨💫✨💫✨💫

საქველმოქმედო ინფორმაცია  – გთხოვთ გაეცნოთ სრულად.

👉💫 როგორც  უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა,  სამწუხაროდ, ტაძრის აღდგენა უსახსრობის გამო ვერ სრულდება, რადგან სამწუხაროდ მთლიანად გახდა სახურავი შესაცველი და გადასახური ქართული აგურით, რაც ერთიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

💫 წლებია ღვთისმშობლის ტაძარი თითო ლარით შენდება, სწირავენ დედაღვთისას და  დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას ყველას მის შემწეს.. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

გთხოვთ დავუდგეთ ტაძრის მშენებლობას გვერდით, თუნდაც ერთი ლარით..

💫 რაც შეეხება ტაძრის შიდა ნაწილს –  აქ ძირითადი სამუშააოები მორჩენილია ( კედელი, ჭერი, იატაკი, კანკელი, ტრაპეზის ქვა, საკურთხეველი, ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები  ) ასევე მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.

👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

ზემოთ