დიდი ხუთშაბათი –  ზიარების დღე, ამ დღეს ყველა მორწმუნე ცდილობს ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს

გაუზიარე მეგობრებს

დიდი ხუთშაბათი –  ზიარების დღე

🕊️ ეს დღე განსაკუთრებულად წმიდა დღეა.
ეს არის დღე, როდესაც დაწესდა ზიარების უდიდესი საიდუმლო..
ამ დღეს ყველა მორწმუნე ცდილობს ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ამ დღეს უფალმა ასევე დაბანა მოწაფებს ფერხნი, რითაც უჩვენა, რომ სიმდაბლე, ანუ თავმდაბლობა არის ერთადერთი გზა ცხონებისა.

🕊️  ყველაზე სათნო ლოცვა წინაშე ღვთისა მადლობის ლოცვაა. როცა უფალმა თავისი მოწაფენი აზიარა, და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც, წმიდა მამები ამბობენ, იუდა ისკარიოტელს წმიდა ზიარების მიღების შემდეგ უფლისათვის
მადლობა რომ ეთქვა, აღარ გახდებოდა გამცემი, რადგან ეშმაკი გამოვიდოდა მისგან.

და აი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

ლოცვა დიდ ხუთშაბათს საკითხავი….

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა

სტუმრობისა საღმრთოსა და უკვდავისა ტაბლისა, ზესთა ადგილთა გრძნობათა, უმაღლესთასა, მორწმუნენო, მოვედით, მოვიღოთ, უზენაესისა სიტყვისა სიტყვითა განსწავლულთა და მას ვადიდებდეთ.

სააღდგომი წირვაზე მოხსენებისთვის შეგიძლიათ უკვე, წინასწარ მოგვწეროთ მოსახსენებელი ცოცხალთათვის ( სახელების მოწერა შეუძლია ყველას, ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. დააწერეთ “აღდგომის წირვისთვის” )

🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️

ნახეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია დედაღვთისას ტაძრის შესახებ

გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და გაავრცელოთ…..

🙏 გთხოვთ შევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, სამწუხაროთ, ვერ ვახერხებთ მასალების სრულად ყიდვას, რომ დავიწყოთ ტაძრის სრული რეაბილიტაცია.

როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება

თუმცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ, ერთიან თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.

⛪ ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი

♦️ პარალელურად დაიწყო ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა, ასევე გთავაზობთ ნიმუშს, თუ როგორი იქნება მისი კიოტი… ( ქვემოთ 👇 )

თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ხატთა დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახის სახელზე.

ამ ეტაპზე იწერება – ბერი გაბრიელის, ივერიის ღვთისმშობლის, აღდგომის ხატის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნინოს, გვსურს ასევე სიკეთის დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის ხატის დაწერა. )

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის შემომწირველთა სახელზე ( მათ, შორის აღდგომის წირვისთვის )

სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.!

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ( ივერიის ღვთისმშობელი – ან ხატისთვის )

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ზემოთ