დღეს ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულია – ისტორია და სასწაულები გერგეთის სამების შესახებ

გაუზიარე მეგობრებს

სულთმოფენობის შემდეგ დღეს გერგეთის სამების დღესასწაულია..

ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში გერგეტის სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, ხევის ისტორიაში კი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში ასეთი ლეგენდაც იყო – ქართლ-კახეთის დიდებულებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, სად უნდა აშენებელიყო წმინდა სამების ტაძარი. ერთ ბერიკაცს მცხეთიდან მათთვის უთქვამს „ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი  სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და სადაც მას გახრავს, სამება იქ ააშენეთო”.

დიდებულნი ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრინდა და წაუღია სამგორელი. მდევრად ხალხი დაადევნეს. ყორანს ჯერ ანანურის თავზე დაუსვენია – აქ სამების ნიშა ააგეს; აქედან ბადარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილია ყორანი – აქ ჯვარი აღუმართავთ; აქედან კი გერგეტში „ელგეშის” ნიშთან გადაფრენილა, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს. ამის შემდეგ დაიწყო ტაძრის მშენებლობა, ამბობს ლეგენდა.

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ხევში საქადგებლად ჩამოსულა ანდრია მოციქული, რომელმაც გეგრეთში აღმართა ჯვარი. ჯვარი აღუმართავს წმინდა ნინოს, რომელმაც ხევში იქადაგა.

ისტორიული წყაროებით გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი მე-14 საუკუნით თარიღდება.

ღვთისმშრობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლის და წმინდა ნინოს გამოსახულებებით გერგეტის ტაძრის მხატვრობა ერთ-ერთი უნიკალურია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. სამებაში ინახებოდა კუბოს კარად წოდებული კარის ფორმის ორი ხატი. ხატები ფიცარზე იყო ნახატი და ვერცხლის პერანგით შემოსილი. ერთ მათგანს ეწოდებოდა საავდრო და მასზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი, ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება. მეორე ხატს, რომელსაც სადარო ერქვა, გამოსახული იყო ჯვარცმა, აღდგომა. ავდრის დროს გამოჰქონდათ სადარო ხატი, გვალვისას კი საავდრო და წყაროს წყალში ბანდნენ.

შეგეწიოთ და მადლით აგავსოთ 💚

💚🌿☘️🌸🌼🕊️💚🌿💮🕊️🌼🌺🥰🌼

საქველმოქმედო ინფორმაცია  👇❤️

როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს  ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )

ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები  ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში...

შესაწირი ტაძრისთვის

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი

მიმღები. – საქართველოს იმედი ( თორნიკე პეტრმღვდლიშვილი )

დანიშნულება – ივერიის ღვთისმშობელი.

აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ასევე –

GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

ზემოთ