დღეს იოაკიმესა და ანას ხსენების დღეა, წაიკითხეთ ლოცვა თქვენი შვილების ბედნიერებისთვის 👇💛

გაუზიარე მეგობრებს

ეცადეთ წაიკითხოთ ლოცვა თქვენი შვილებისთვის

22 სექტემბერს   ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეა.

წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ,
მათ ღრმა მოხუცებულობაში შვეს სამყაროს დედუფალი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.
ამიტომ ასეთი ოჯახები ხშირად უნდა ევედრონ იოაკიმესა და ანას. ასევე შვილთა ბედნიერებას უნდა ვევედროთ მათ.

ლოცვა იოაკიმესი და ანასი –

ჰოჲ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა! გვედრით თქუენ გულს-მოდგინებითა და სიყვარულითა, შევრდომილნი კვარცხლბეკსა ფერხთა თქუენთასა: ლმობიერ-ჰყავთ უფალი ღმერთი რათა გვიხსნას საუკუნოჲსა წარწყმედისაგან რომელი განმზადებულ-არს ცოდვილთათვის, ესრეთ მოწყალისა ღმრთისა ჩუენისაგან ხსნილნი და წმიდათა ლოცვათა თქუენთა მიერ შეწევნულნი, მადლობით ვუგალობდეთ მას ანგელოსურსა გალობასა: ალილუია.

ჰოი, მარადის დიდებულნო ქრისტეს მართალნო, წმიდანო იოაკიმ და ანა, მდგომარენო წინაშე დიდებულისა მეუფისა ზეციურისა საყდრისა და მრავლისა კადნიერებისა მისდამი მქონებელნო, ვინათგან ყოვლადკურთხეულისა ასულისა თქუენისაგან ყოვლადწმიდისა და მარადის ქალწულისა მარიამისაგან ხორც-შესხმაჲ კეთილინება, თქვენდამო, ვითარცა მრავალღონეთა შუამდგომელთა და გულსმოდგინედ ჩუენთვის მვედრებელთა, მოვისწრაფით ჩუენ, ცოდვილნი და უღირსნი. ლმობიერ-ჰყავთ სახიერებაჲ მისი, რათა გვაშოროს რისხვაჲ თჳსი, საქმეთა ჩუენთათვის სამართალად ჩუენზედა მომავალი, და აურაცხელთა შეცოდებათა ჩუენთა უგულებელს-მყოფელმან, დაგვადგინოს ჩუენ გზასა ზედა სინანულისასა და ალაგთა მცნებათა თჳსთათა დაგვამკვიდროს ჩუენ. ეგრეთვე ლოცვითა თქუენითა სოფელსა ამას შინა ცხორებაჲ ჩუენი დაიცვენით და ყოველთა კეთილთა შინა კეთილი მოსწრაფებაჲ ითხოვეთ, ყოველივეს ცხორებისა და ღმრთისმოსაობისათვის სახმარსა ღმრთისა მიერ მოგუცემდით, ყოველთა განსაცდელთა და ჭირთაგან და სიკუდილისაგან ამაოჲსა შუამდგომელობითა თქუენითა გამოგვიხსნიდით და ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დაგვიცევდით, რათა მყუდროებითა და უშფოთველითა ცხორებითა ვსცხოვრობდეთ ყოველსა ღმრთისმსახურებასა და სიწმინდესა შინა, და ესრეთ საწუთროჲსა ცხორებისაგან წარმავალნი, საუკუნოსა ცხორებასა მივიწივნეთ, სადაცა ლოცვითა თქუენითა წმიდითა ღირს-ვიქმნეთ ზეციურსა სასუფეველსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა, რომელსა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა თანა მამით და ყოვლადწმიდა სულითურთ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ

ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას მადლი შეგეწიოთ და გფარავდეთ მუდამ.

🌿🌾🌿🌾🌿🌾🌿🌾🌿🌾🌿🌾🌿🌾🌿🌾🌿

საქველმოქმედო ინფორმაცია..

გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….

სამწუხაროდ ტაძრის აღდენა ბოლომდე ვერ სრულდება, რადგან საჭირო გახდა სახურავის მთლიანად გამოცვლა, რაც დიდი თანხებთან არის დაკაშვირებული.

როგორც იცით მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძარის აღდგენა.
წლებია ხალხი, თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც არ ულხინთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, დედაღვთისას სწირავდნენ და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას..

მადლობა ყველას ვინც მუდამ გვერდში უდგას ტაძარს და ეწევა თუნდაც 1 ლარით… თქვენი წყალობით ბევრი რამ გაკეთდა ტაძარში, თუმცა გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული..

ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა.

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა  მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ღმერთმა გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით

ზემოთ