დღეს მეუფე შიომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მრევლს მიმართა და პატრიარქის გადაწყვეტილებები გააცნო

გაუზიარე მეგობრებს

მეუფე შიოს ქადაგება..

მოგეხსენებათ, რა ტრაგიკული მოვლენები მიმდინარეობს უკრაინაში. ჩვენ უდიდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალ-ყურს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს, ვლოცულობთ მათთვის და ვლოცულობთ მშვიდობისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს..

იცით, რომ კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო ჩვენს სამღვდელოებასა და მრევლში. არის ინიციატივა, რომ იმ უკრაინელ მოქალაქეებს დავეხმაროთ, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ჯერჯერობით თავიანთ სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. იმედია, ღვთის წყალობით ეს განხორციელდება.

მისი უწმინდესისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით დღეს ტაძრებში სამშვიდობო პარაკლისი სრულდება იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს. დღეს ჩვენ სამშვიდობო პარაკლისს შევასრულებთ

ზემოთ