დღეს ,,მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაულია – წაიკითხეთ ლოცვა სიხარულისა

გაუზიარე მეგობრებს

🔶  22 დეკემბერს ,,მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაულია.
ღვთისმშობელმა აღგავსოთ მოულოდნელი სიხარულით, დედობრივი სიყვარულით, სიხარულითა და ნუგეშით.

საოცარია ხატის ისტორია – წაიკითხეთ ლოცვა სიხარულისა. 

👉  ეს ხატი იმყოფებოდა ერთი ცოდვილი ავაზაკის სახლში; ის არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოვლდღიურად მის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: “გიხაროდენ, სახარულევანო”.

🖍️  ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რათა წასვლამდე მის წინაშე ელოცა და თავზარი დაეცა. მან დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლებულიყვნენ: ყრმა ღმერთს ხელებზე, ფეხებზე და ფერდზე ჭრილობები გახსნოდა და სისხლი ნაკადულად ჩამოსდიოდა, – ისევე, როგორც ჯვარზე ვნებისას.

როდესაც ამ კაცმა ყოველივე ეს იხილა, შიშით შეჰღაღადა: “ჰოი, დედოფალო, ვინ ჩაიდინა ეს?”

🕯️ ღვთისმშობელმა უპასუხა: “შენ და სხვა ცოდვილები, ვითარცა იუდეველები, ჯვარს აცვამთ ძეს ჩემსას”.

“შემიწყალე მე, დედაო მოწყალეო!” – აღმოხდა ცოდვილს.

ღვთისმშობელმა უპასუხა: “მოწყალე დედას მიწოდებ მე და მწუხარებით კი აღმავსებ”.

👉  მაშინ უბედურმა უთხრა: “არა, დედოფალო, ნუ გარდაემატება ცოდვა ჩემი გულმოწყალებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა, ევედრე ძესა შენსა და მამასა ჩემსა”.

მაშინ უფროსად კურთხეულმა დედამ ღვთის წინაშე აღავლინა ლოცვა: “ძეო და ღმერთო ჩემო, ჩემდა მომართ სიყვარულითა შეიწყალე ცოდვილი ესე და შეუნდე ყოველივე ბოროტნი საქმენი მისნი”.

🔶  ხილვა ამგვარად დამთავრდა. ღვთაებრივმა ხმამ ცოდვილს სინანული აღუძრა და მას მოულოდნელი სიხარული მიენიჭა ღვთისმშობლის ხატისაგან, რომელმაც იგი დაღუპვისაგან იხსნა.

ლოცვა სიხარულისა ….

🙏  ჰოი, ყოვლად საგალობელო დედაო, დაუტევენლისა ღვთისა წიაღთა შენთა შორის დამტევნელო და ყოვლისა სოფლისათვის მშობელო სიხარულისა, შეიწირე გალობა ესე ჟამსა ამას, შესცვალე სიხარულად ყოველი მწუხარები ჩვენი და გვიხსენ ყოვლისა უბედობისა და განგვაყენენ ჩვენზედა მოწევნადისა სატანჯველისაგან მხმობელნი შენდა: „ალილუია

დედაღვთისამ გაგახაროთ…

🍁🎄🍁🎄🍁🎄🍁🎄🍁🎄🍁🎄🍁🎄🍁🎄🍁

ახალი ინფორმაცია – ივერიის ღვთისმშობლის შესახებ..

გთხოვთ წაიკითხოთ სრულად… ❤️

🔔 ძალიან კარგი ინფორმაცია, ყველას გაგიხარდებათ – რადგან უამრავი თქვენთაგანია ამის მონაწილე….

🖍️ როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომიწრველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით.

🔶 არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

🙏 დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მოხდა, ამ ტაძრის აღდგენაში, მთლიანად გამშვენდა კანკელის ხატები და ვფიქრობთ მართლაც ულამაზესია, საოცარი მადლით აივსოს ივერიის ტაძარი.. ! ( ფოტოები, იხილეთ ქვემოთ)

💒 ყველას, ყველას გწირავთ უდიდეს მადლობას, რომ ღთისმშობელმა თქვენით, თქვენი საშუალებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინა წინ ტაძრის აღდგენისკენ

გვწამს გვჯერავს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა და ამ დიდებულ ტაძარში აღდგება წირვა – ლოცვა…

🙏 ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, სამწუხაროდ გამოსაცვლელი გახდა მთლიანად სახურავი, გადასახური ქართული აგურით და შემდეგ შესაბამისი სახურავი, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

🖍️ ასევე ასაშენებელია სამრეკლო, პარალელურად მიმდინარეობას ტაძრის შუა ტაძარში დაბრძანებული ხატის – ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაწერა, გვსურს ასევე, მამა გაბრიელის ხატის დაწერა. თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.

გთხოვთ დავუდგეთ ტაძრის მშენებლობის გაგრძელებას გვერდით ძალისაებრ ჩვენისა…

👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე ! (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ზემოთ