ლოცვა – მეზვერისა  და ფარისევლის კვირას წასაკითხი

გაუზიარე მეგობრებს

ლოცვა – მეზვერისა  და ფარისევლის კვირას წასაკითხი

მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარესა ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ყოვლისა ცოდვისა ქვაბ ქმნილ არს, არამედ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მრავლითა წყალობითა შენითა და შემიწყალე მე.

ცხოვრებუსა გზასა შეცთომილმან, ღმრთის-მშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა, და გულის წყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთეჲ, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ ყოველთა სიბოროტეთაგან.

მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნილთა, გულის-ხმა-ვჰყოფ საწყალობელი, და შევსძრწუნდები საშინელისა მის დღისა სამსჯავროსაგან, არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა შენისა, ვითარცა დავით გიღაღადებ: შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო, დიდითა წყალობითა შენითა

მეზვერისა და ფარისევლის კვირა არის – 21 თებერვალს

ზემოთ