მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის 44 წლიანი ღვაწლის შესახებ ამბიონიდან იქადაგა
🔶 ,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიის საყდარზე აღსაყდრდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე!
🔶 44 წელი შესრულდა მისი პატრიარქობის და 141 პატრიარქიდან პირველი არის ვინც ამდენი ხანია მამამთავრობს ჩვენ წმინდა ეკლესიას, ეს არ არის ცოტა და ნამდვილად ჩვენ ვხედავთ შედეგს რომ ამდენი ეკლესია-მინასტრები აშენდა, სასულიერო პირები შეგვემატა, სასწავლებლები გაიხსნა, ასევე ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრები!
🔶 ამრიგად ჩვენი ეკლესია ასრულებს იმ მისიას რაც უნდა შეასრულოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ნამდვილად ეკლესია ჩვენი ერის სული არის, თუ ეკლესია ძლიერია ერიც ძლიერია..
🔶 დღეს ჩვენ მადლობას ვწირავთ წმინდა სამებას რომ ასეთი ბრძენი პატრიარქი გვყავს და შევთხოვთ უფალს რომ დიდხანს იცოცხლოს და მისი ლოცვა-კურთხევა არ მოშლოდეს საქართველოს!