მწირის საუბარი უფალთან, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ღმერთამდე და უღებს სამოთხის კარს.

გაუზიარე მეგობრებს

მწირის საუბარი უფალთან, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ღმერთამდე.

📜 წერილი, საკმაოდ ვრცელია, არ ვიცით როდის, მაგრამ აუცილებლათ ყველამ უნდა წაიკითხოთ, წააკითხეთ ასევე ოჯახის წევრებს, ზოგს ალბათ წაკითხული აქ, მაგრამ ისეთი დიდებული, ისეთი საოცარია რომ თვეში ერთხელ მაინც უნდა წავიკითხოთ..

🖍️ როცა საკუთარ თავს ყურადღებით მივაპყარი მზერა და ჩემს შინაგან მდგომარეობას დავუკვირდი, გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ღმერთი არ მიყვარს, მოყვასის სიყვარული არ მაქვს, არაფერი რელიგიური არ მწამს, ამპარტავნებითა და ავხორცობით ვარ სავსე. საკუთარი გრძნობებისა და საქციელის ზედმიწევნით გამოძიების შედეგად ყოველივე ამას მე მართლაც ვპოულობ ჩემში, კერძოდ:

1) ღმერთი არ მიყვარს. ღმერთი რომ მიყვარდეს, მაშინ მასზე განუწყვეტელი ფიქრი გულს გამიხარებდა, სიხარულით დამატკბობდა ღმერთზე ყოველი გაფიქრება; მე კი, პირიქით, გაცილებით ხშირად და გაცილებით მეტი სიხარულით ყოველდღიურ საზრუნავზე ვფიქრობ, ღმერთზე ფიქრი კი ჩემთვის ძნელია და მოსაწყენი. მე რომ იგი მიყვარდეს, მასთან ლოცვით საუბარი მასაზრდოებდა, სიამეს მომგვრიდა და მასთან განუწყვეტელი კავშირისკენ მიმიზიდავდა; მაგრამ, პირიქით, მე არა მარტო ვერ ვტკბები ლოცვით, არამედ ლოცვის დროს შრომაც მიხდება: ვებრძვი უხალისობას, სიზარმაცე მადუნებს, მზად ვარ, სიხარულით გავაკეთო უმნიშვნელო რამეც კი, ოღონდ რამენაირად შევამოკლო ან შევწყვიტო ლოცვა. არაფრის მომცემ საქმეში დრო შეუმჩნევლად გამირბის, მაგრამ როცა ღვთისთვის ვიღვწი და მის წინაშე წარვდგები ხოლმე, ყოველი საათი წელიწადად მეჩვენება. როცა ვინმე უყვართ, მთელი დღე განუწყვეტლივ მასზე ფიქრობენ, მას წარმოიდგენენ, მასზე ზრუნავენ, ნებისმიერი საქმის კეთების დროს გონებით საყვარელ მეგობარს დასტრიალებენ; მე კი მთელი დღის განმავლობაში ერთ საათსაც ძლივს ვპოულობ, რომ ღმერთზე ღრმა ფიქრში ჩავიძირო და მისი სიყვარულით ავენთო, ხოლო დარჩენილ ოცდასამ საათს თავგამოდებით ვწირავ მსხვერპლს ჩემს ვნებიან კერპებს… ამაო, სულისთვის მდაბალ საგნებზე საუბრის დროს მხნედ ვარ და კმაყოფილებას განვიცდი, მაგრამ როცა ღმერთზეა მსჯელობა, სიცივე, მოწყენილობა და სიზარმაცე მიპყრობს. თუ ღვთიურ საგნებზე ლაპარაკში უნებურად ჩამითრევენ, სასწრაფოდ ვცდილობ ჩემი ვნებების მაამებელ საუბარზე გადასვლას. დაუცხრომელია ჩემი ცნობისმოყვარეობა ახალი ამბების, სამოქალაქო დადგენილებებისა და პოლიტიკური მოვლენების მიმართ; ხარბად ვესწრაფვი, დავიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა საერო მეცნიერებებში, მხატვრობაში, მიღწევებში; ხოლო საღვთო სჯულის მოძღვრება, ღმერთსა და რელიგიაზე ცოდნა ჩემზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, ჩემს სულს არ ასაზრდოებს და

🖍️ ყველაფერი ეს არათუ ქრისტიანისთვის არაარსებით საქმიანობად, არამედ უცხო, მეორეხარისხოვან საკითხადაც კი მიმაჩნია, რითაც მხოლოდ თავისუფალ დროს, მოცალეობისას უნდა დავკავდე. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ღვთის სიყვარული მისი მცნებების აღსრულებით შეიცნობა, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს: “რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე” (იოან. 14.21), ხოლო მე მის მცნებებს არა მარტო არ ვასრულებ, არამედ ოდნავ ვზრუნავ მათზე, მაშინ სრული ჭეშმარიტება იქნება, თუ დავასკვნით, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ამავეს ადასტურებს ბასილი დიდიც, როცა ამბობს: “ადამიანს ღმერთი და ქრისტე რომ არ უყვარს, ამას მცნებების შეუსრულებლობით ამტკიცებს”.

2) არ მაქვს მოყვასის სიყვარული. რადგან მოყვასის საკეთილდღეოდ არათუ სულის დადება არ შემიძლია (სახარების მიხედვით), არამედ ჩემს ღირსებას, კეთილდღეობასა და სიმყუდროვესაც კი ვერ ვწირავ მოყვასის საკეთილდღეოდ. მე რომ იგი სახარებისეული მცნების თანახმად საკუთარი თავივით მიყვარდეს, მაშინ მისი უბედურება შემძრავდა, ხოლო მისი კეთილდღეობა აღმარფთოვანებდა. მაგრამ პირიქით ვიქცევი, მოყვასის უბედურების ამბებს ცნობისმოყვარეობით ვისმენ და არ განვიცდი, გულგრილი ვარ და, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია, რაღაცნაირ სიამოვნებასაც კი მგვრის. მოყვასის ცუდ საქციელს სიყვარულით კი არ ვფარავ, არამედ განვიკითხავ და ვახმაურებ. მისი კეთილდღეობა, პატივი და ბედნიერება საკუთარივით კი არ მახარებს, არამედ, როგორც უცხოსი, ჩემში არანაირ სიხარულს არ იწვევს და, პირიქით, თითქოს ოდნავ შურსა და სიძულვილსაც კი აღმიძრავს.

3) არაფერი რელიგიური არ მწამს, არც უკვდავება, არც სახარება. მე რომ ძლიერ მჯეროდეს და უეჭველად მწამდეს სიკვდილის შემდგომი მარადიული ცხოვრება და მიწიერი საქმეებისთვის მისაგებლის არსებობა, განუწყვეტლივ ამაზე ვიფიქრებდი, თავად უკვდავებაზე ფიქრიც კი შემზარავდა და მდგმურივით გავატარებდი ამ ცხოვრებას, რომელიც თავის სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადება. მე კი, პირიქით, მარადისობაზე არ ვფიქრობ და ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული ჩემი არსებობის საზღვრად მიმაჩნია. ჩემში დაბუდებულია ფარული აზრი: `ვინ იცის, რა იქნება სიკვდილის შემდეგ?~ თუმცა ვამბობ, რომ უკვდავება მწამს, ამას მხოლოდ გონებით ვამბობ, გულით კი შორს ვარ მისი მტკიცე რწმენისგან, რასაც ცხადად ადასტურებს კიდეც ჩემი საქციელი და განუწყვეტელი ზრუნვა ამქვეყნიური ცხოვრების კეთილმოწყობისთვის. ჩემს გულს რწმენით რომ ჰქონდეს შეწყნარებული წმინდა სახარება, როგორც ღვთის სიტყვა, გამუდმებით მას მივმართავდი, მას შევისწავლიდი, მისით დავტკბებოდი და მზერასაც კი დიდი მოწიწებით მივაპყრობდი მას. აღმაფრთოვანებდა მასში დაფარული სიბრძნე, მადლი და სიყვარული, დღედაღამ დავტკბებოდი საღვთო სჯულის სწავლებებით, მისით ვისაზრდოებდი, როგორც ყოვედღიური საკვებით, და გულით ვეცდებოდი მისი კანონების აღსრულებას. ვერაფერი მიწიერი ვერ განმაშორებდა მას. არადა, პირიქით, როცა იშვიათად ვკითხულობ ან ვისმენ ღვთის სიტყვას, ამასაც ან აუცილებლობის, ან ცნობისმოყვარეობის გამო ვაკეთებ. თანაც, ამ დროს დიდ გულისყურს კი არ ვიჩენ, არამედ სიცივესა და უინტერესობას ვგრძობ, თითქოს ჩვეულებრივ რამეს ვკითხულობდე, სრულიად უნაყოფოდ ვანებებ თავს და სიამოვნებით მზად ვარ, საერო საკითხავით შევცვალო იგი, რაშიც უფრო მეტ კმაყოფილებასა და უფრო მეტ საინტერესო რამეს ვპოულობ

4) ამპარტავნებითა და თავმოყვარეობით სავსე ვარ. ამას მოწმობს ჩემი ნებისმიერი საქციელი: თუ ჩემში რაიმე სიკეთეს ვხედავ, მისი გამომზეურება მსურს ან მის გამო სხვებთან ვქედმაღლობ, ან შინაგანად ვტკბები საკუთარი თავით; თუმცა გარეგნულად სიმდაბლეს ვიჩენ, ყოველივეს ჩემს ძალებს მივაწერ და სხვებზე აღმატებულად, უკიდურეს შემთხვევაში, არანაკლებად მივიჩნევ თავს. თუ ჩემში რამე მანკს შევნიშნავ, მისთვის საპატიო მიზეზს ვპოულობ და აუცილებლობის ან უდანაშაულობის ნიღბით ვფარავ. მათზე ვბრაზობ, ვინც პატივს არ მცემს, და მიმაჩნია, რომ ხალხის შეფასება არ იციან. ვპატივმოყვარეობ ნიჭით, საქმეში წარუმატებლობა შეურაცხმყოფლად მიმაჩნია, ვდრტვინავ და ჩემი მტრების უბედურება მახარებს. თუ რაიმე სიკეთისკენ მივილტვი, ამ დროს ჩემი მიზანია ან ქება, ან სულიერი ანგარება, ან საერო ნუგეში. ერთი სიტყვით, საკუთარი თავისგან გამუდმებით ვქმნი კერპს, რომელსაც განუწყვეტლივ ვემსახურები და ყველაფერში ხორციელ ტკბობასა და ჩემი ავხორცი ვნებებისა და ავხორცობისთვის საზრდოს ვეძიებ.

🖍️ ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ჩემს თავს ამაყ, მრუშ, ურწმუნო, ღვთის არამოყვარე და მოყვასის მოძულე ადამიანად მივიჩნევ. შეიძლება არსებობდეს ამაზე უფრო მეტად ცოდვილი მდგომარეობა? ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არიან ბნელეთის სულები: თუმცა მათ ღმერთი არ უყვართ, ადამიანი სძულთ, ამპარტავნებით ცხოვრობენ და საზრდოობენ, ყოველ შემთხვევაში, სწამთ მაინც და სარწმუნოებით ძრწიან. მე კი? – განა არსებობს იმაზე საშინელი ხვედრი, მე რომ მომელის?! სხვა რის გამო შეიძლება უფრო მკაცრი და უკიდურესი განაჩენის გამოტანა სამსჯავროზე, თუ არა ამგვარი უყურადღებობისა და უგუნური ცხოვრებისთვის, რასაც მე ჩემში ვაცნობიერებ!….

თუ მოგეწონა, გაუზიარე მეგობრებს.

🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🍁🌿

ასეევ, ნახეთ ახალი საყურადღებო ინფორმაცია– უთხარით სხვებსაც – 👇❤️

სამწუხაროდ, ტაძრის აღდგენის ძირითადი სამუშაოები ვერ გრძელდება

ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს ჩვენი შემწეობა სჭირდება. წლებია ღვთისმშობლის ტაძარი თითო ლარით შენდება, სწირავენ დედაღვთისას და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას ყველას მის შემწეს.. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

🖍️ თქვენი წყალობით მოწესრიგდა ტაძრის შიდა კედელი, ჭერი, იატაკი, კანკელი, ტრაპეზის ქვა, საკურთხეველი, ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები, ასევე მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ ასევე მის დაწერაში.

👉 სამწუხაროდ ტაძრის აღდგენა უსახსრობის გამო ვერ სრულდება, რადგან ერთიან, საკმაოთ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, სამწუხაროთ მთლიანად გახდა სახურავი შესაცველი და გადასახური ქართული აგურით, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.

👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე ( გახსენით ლინკი )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას, იკითხეთ ციცო მახათაძე.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

 

ზემოთ