პატრიარქის მიმართვა ( 27.05.2022) – ჩვენო საყვარელო სულიერო შილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ

გაუზიარე მეგობრებს

ჩვენო საყვარელო სულიერო შილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ.

მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა; ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში… და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს; ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება… გააცნოთ უცხოელთ.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს.

ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ.

არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც,რომ თითოელი თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ.

ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს.

იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები და თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ქვეყანაში მისი დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქენი.

დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ     შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას.

სამშობლოს თქვენ უყვარხართ.

სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით.

ყოვლადწმინდა სამებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოგაკლოთ, ამინ!

 

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ( დიასპორის დღე, 27 მაისი, 2022 წელი ) 

🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️🕊️

გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და დაგვეხმაროთ  გაავრცელებაში…..

🙏 გთხოვთ შევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, სამწუხაროთ, ვერ ვახერხებთ მასალების სრულად ყიდვას, რომ დავიწყოთ ტაძრის სრული რეაბილიტაცია.

როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება

თუმცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ, ერთიან თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.

⛪ ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი

♦️ პარალელურად დაიწყო ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა, ასევე გთავაზობთ ნიმუშს, თუ როგორი იქნება მისი კიოტი… ( ქვემოთ 👇 )

თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ხატთა დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახის სახელზე.

ამ ეტაპზე იწერება – ბერი გაბრიელის, ივერიის ღვთისმშობლის, აღდგომის ხატის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნინოს, გვსურს ასევე სიკეთის დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის ხატის დაწერა. )

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის შემომწირველთა სახელზე.

სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.!

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ( ივერიის ღვთისმშობელი – ან ხატისთვის )

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

 

ზემოთ