პატრიარქის ქადაგება – შენდობის დღეს 2022 წელი: დღეს მე მოგმართავთ ყველას, შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემი.

გაუზიარე მეგობრებს

პატრიარქის ქადაგება – შენდობის დღეს 2022 წელი.

“სახელისა მამისასა და ძისასა და წმინდისა სულისასა, ჩვენთან არს ღმერთი.

🕊️  ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისაკენ,  ზოგი უარესობისაკენ და ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მეორედ მოსვლისას.

🔔 ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მოუწვდომელია.

👉  აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის, ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით.

🙏 ჩვენ ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისათვის, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ შეწყდეს სისხლის ღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს. ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა.

◀️ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ამიტომ საჭიროა ჩვენი რწმენა, ჩვენი ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა შორის. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი წყალობისათვის.

📌 დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე, ჩვენ შევუნდობთ ერთმანეთს ცოდვებს, შეცოდებას, ჩვენ ვაპატიებთ ერთმანეთს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის რომ ცოდვა არ დარჩეს შეუნდობელი.

დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დიდება უფალს მისი მოთმინებისათვის. ყოველდღე ჩვენ რამდენჯერმე ვლოცულობთ მამაო ჩვენოს “და მომიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მოუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა”. ეს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ლოცვა უფალმა გვასწავლა. თანანადები ჩვენი ეს არის ვალი ჩვენი და მოგიტევებთ ჩვენ ვალი შენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვარესა ჩვენსა.

🔔 არ შეიძლება ადამიანი ცხონდეს, იცოცხლოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, ცოდვას იღებს ადამიანი და ეს გარდაუვალია ადამიანის ცხოვრებაში.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი?

უპირველს ყოვლისა საჭიროა რწმენა, საჭიროა სათნოება, საჭიროა განცდაი ცოდვისა და არა განკითვა ძმისა ჩვენისა. ეს აუცილებელია.

⛪  ჩვენ ვცდილობთ სიკეთე ვაკეთოთ, ჩვენ ყველაფეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს და პასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ.

👉 სამაგეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება. დღეს არის შენდობის დღე და შენდობა აუცილებელია ერთმანეთისთვის.

დიდება უფალს და მადლობა უფალს, ჩვენ დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შენდობა მივიღოთ მოყვასისა ჩვენისა და უპირველეს ყოვლისა მე მინდა გთხოვოთ შენდობა.

🙏  ცოდვა გარდაუვალია, ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ, ღმერთმა ინებოს წყალობა.

ამ დღეს მე მოგმართავთ ყველას, შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემი. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ სრულიად საქართველოს შეცოდებანი თქვენი ნებსით და უნებლიეთ, შენდობილი იყავით. ღმერთმა მოიღოს მადლი, მადლი ღვთისა”

ილია მეორე – სამების ტაძარი 2022 წელი.

🌸🔔🌸🔔🌸🔔🌸🔔🌸🔔🌸🔔🌸🔔🌸🔔

ყველას, რომ გვიყვარს, ყველას, რომ გვახარებს, ყველას რომ გვეხმარება – ნახეთ ახალი ინფორმაცია მამა გაბრიელის ხატის შესახებ – 06.03..2022

⛪ როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, ტაძარი მთლიანათ თქვენი წყალობით მშვენდება..
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება და ნელნელა ვახერხებთ ტაძრის გამშვენებას.

🙏⛪ ახლა გვსურს დავაწერინოთ ჩვენი დიდი მეოხის, ყველას რომ გვახარებს, ყველას რომ გვეწევა, – მამა გაბრიელის ხატი, თავისი კიოტით, გთხოვთ შეძლებისდაგვარათ მიიღოთ ხატის დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და მამა გაბრიელს შევავედროთ ჩვენი ოჯახების კეთიმდღეობა.

👉 ყველა, ვინც კი თუნდაც ერთ ლარს გაიღებს ხატისთვის და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი გულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები და მოვიხსენიებთ ხატის შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: მამა გაბრიელის ხატისთვის

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

ზემოთ