პატრიარქი: იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით

გაუზიარე მეგობრებს

პატრიარქის 4 რჩევა ჩვენთვის…

🌿 იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით, აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ.

🌿 არასოდეს არ უნდა დავკარგოთ იმედი, რადგან განსაცდელს უთუოდ სიხარული მოსდევს.  როცა ბედნიერი ხარ და ხარობ, არ დაგავიწყდეს, რომ ამის შემდეგ შეიძლება უფალმა მწუხარება გამოგიგზავნოს; ხოლო როცა განსაცდელი გაქვს, არ დაგავიწყდეს, რომ ამის შემდეგ სიხარული გელოდება. ასეთი მონაცვლეობებისგან შედგება ადამიანის ცხოვრება.

🖍️ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება ბოროტებას ვერ განკურნავს. თუ ბოროტობას ბოროტებით გადაუხდი, ბოროტება ორმაგი გახდება… წამალი
ბოროტებისა მხოლოდ ერთია – სამაგიეროს გადახდა სიყვარულითა და სიკეთით! მხოლოდ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს ძალუძს ბოროტების განკურნება. შეიძლება ბოროტებისათვის სხვას სამაგიერო არ გადავუხადოთ, მაგრამ გულში მაინც გვახსოვდეს იგი. ესეც დაუშვებელია. მართალია, ძნელია, მიყენებული ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფალს შეუძლია ჩვენი გულიდან აღმოფხვრას ხსოვნა წყენისა.

👉 არიან ადამიანები, რომლებიც ყოველივეს ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან _ მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ითხოვს.

პატრიარქი ილია მეორე – დარიგებები.

❤️💛❤️💛❤️💛❤️💛❤️💛❤️💛❤️💛❤️💛❤️
საქველმოქმედო ინფორმაცია – გთხოვთ გაეცნოთ სრულად.

👉💫 სამწუხაროდ, ტაძრის აღდგენა უსახსრობის გამო ვერ სრულდება, რადგან სამწუხაროდ მთლიანად გახდა სახურავი შესაცველი და გადასახური ქართული აგურით, რაც ერთიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

💫 წლებია ღვთისმშობლის ტაძარი თითო ლარით შენდება, სწირავენ დედაღვთისას და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას ყველას მის შემწეს.. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

გთხოვთ დავუდგეთ ტაძრის მშენებლობას გვერდით, თუნდაც ერთი ლარით..

💫 რაც შეეხება ტაძრის შიდა ნაწილს – აქ ძირითადი სამუშააოები მორჩენილია ( კედელი, ჭერი, იატაკი, კანკელი, ტრაპეზის ქვა, საკურთხეველი, ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები ) ასევე მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.

👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

გზავნილზე მიწერეთ საქართველოს საიმედო

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება მოხდება სხვა ხატების სრულად დასრულების შემდეგ…

ზემოთ