როგორ ხდება, რომ გლახაკი ხელს იშვერს, ხოლო ღმერთი მიიღებს შენაწირს?

გაუზიარე მეგობრებს

წმ მამათა დარიგება მოწყალების შესახებ.

🌿 გაეცი მოწყალება როგორც საჭიროა და პირველ რიგში გაეცი თბილი გამოხედვით კეთილი გულისაგან, და არა დანანებითა და თითქოს ნების საწინააღმდეგოდ; არა გულდაწყვეტითა და ძალდატანებით; „რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა“ (2 კორ. 9,7)

🙏 განა ჯილდოს ღირსია ის, ვინც ჩუქნის და ლანძღავს? მოწყალებას აძლევს და არცხვენს?! რომ იცოდე, სინამდვილეში ვინ გთხოვს გამოსაზრდელ ლუკმას, მცირეოდენ დახმარებას! რომ იცოდე, ვინ გეუბნება: „მეც მე წყალი“ (იოან. 4,10). ეს ხომ თავად ღმერთია გლახაკი ადამიანის სახით!

🌿 წმიდა ოქროპირი ამის შესახებ ამბობს:  სიგლახაკის საფარველ ქვეშ თავად ღმერთია დაფარული: გლახაკი ხელს იშვერს, ხოლო ღმერთი მიიღებს შენაწირს.

🙏 ვინც ღატაკს მოწყალებას აძლევს, ის თვით ღმერთს ავალებს: „ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკსა“ (იგავ. 19,17). ამგვარად, დაფიქრდი, როგორი სიხარულით უნდა გასცემდე მოწყალებას! უხვი ხელით გაეცი, რადგან როგორც მთესველი მარცვალ-მარცვალ კი არ ისვრის თესლს, არამედ მთელი მუჭით.

🌿 როგორც დასთესავ, ისევე მოიმკი: უხვად დათესავ, ბევრს მოიმკი; სიძუნწით დათესავ, ცოტას მიიღებ. თვითონ ქრისტე გვასწავლის, როგორ უნდა გავცეთ მოწყალება: „ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (მათე 6,3). ეს ნიშნავს: დაე შენი მოწყალება იყოს ფარული, ისე, რომ არა მხოლოდ ადამიანებმა არ იცოდნენ ამის შესახებ, არამედ შენ თვითონაც არ ითვლიდე შენს სიკეთეს; როცა ერთი ხელი გასცემს, მეორემ ეს არ უნდა იცოდეს: დაე ორივე გასცემდეს – უხვად და ხელგაშლილად.

🙏 მოწყალება სულს აკეთილშობილებს. მოწყალე ხელი უფლისგან დალოცვილია და მუდამ მის თვალსაწიერშია..

გახსოვდეს ! მოწყალებაში მთავარი გულია და არა რაოდენობა.

წმ მამათა დარიგება მოწყალების შესახებ.

❤️🌿❤️🌿❤️🌿❤️🌿❤️🌿❤️🌿❤️🌿❤️🌿❤️

საქველმოქმედო ინფორმაცია

გთხოვთ, გაეცნოთ სრულად…. 👇

არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც  არ ისმინოს ღვთისმშობელმა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

როგორც იცით მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. პერიოდულად გაწვდით ინფორმაციებს ტაძრის შესახებ, იქ გაკეთებული საქმეების მიხედვით. ახალხანს  დაიწერა  კანკელის ხატები – მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის და ნათლისმცემლის ( ფოტოები მოცემულია ტექსტის ბოლოს )

ასევე  მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა,  თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარით…

თუმცა სამწუხაროდ, ტაძრის შიდა ნაწილი შესაძლოა დაზიანდეს, რადგან სამწუხაროდ მოუწია სახურავის მთლიანად გამოცვლა,  რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკაშვირებული.

ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა.

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა  მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

ზემოთ