საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საგანგებო წერილით მიმართავს მსოფლიო პატრიარქს

გაუზიარე მეგობრებს

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:

პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც.

ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ.

როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის.

ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას.

დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, – ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება.

წერილი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით მინდა დავასრულო: ,,ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მის სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისაითა”. (ეფ.4.3)

ღმერთმა მშვიდობა მიჰფინოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,

ილია მეორე ( 25.03. 2023 )

📿💫📿💫📿💫📿💫📿💫📿💫📿💫📿💫

ასევე ნახეთ, ამბავი სიკეთის დიდი მღვდელმთავრისა.

“როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს. წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით… ”

⛪ უამრავი მაგალითი არსებობს, რომ წმინდა ნიკოლოზი არაერთხელ დაეხმარა ხალხს სერიოზული დაავადების განკურნებაში, ოჯახური ბედნიერების მოპოვებასა და კეთილდღეობაში.

⛪ როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლობის ტაძრის აღდგენა, გვსურს ამ ტაძრისთვის დავაწერინოთ მოწყალე მღვდელმთვარის წმ ნიკოლოზის ხატი, მასაც ვთხოვოთ შემწეობა და შევავედროთ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა…

გთხოვთ შეძლებისდაგვაროთ მიიღოთ ხატის დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით.. წინდა ნიკოლოზმა სიხარული და ბედნიერება მოუტანოს თქვენს ოჯახებს…

ყველამ, ვინც კი მიიღებს ამ ხატის დაწერაში მონაწილეობას და აგრეთვე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრთა სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი წმინდა ნიკოლოზის ხატის შემომწირველთა სახელზე…

სახელები მოგვწერეთ ნომერზე 579 23 63 09 ან პირად შეტყობინებაში…

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

GE43CD0360000024322537 – კრედო

დანიშნულება: ” ღვთისმშობლის ტაძარი ”

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

იგივე ანგარიშებზე ირიცხება, ევროში და დოლარში

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინზე ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?

ზემოთ