სულთმოფენობა – სულიწმინდის მოვლენის დღე
ეს დღე არის ეკლესიის დაბადების დღე, სწორედ ამ დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია.
სულმოფენობამ შეცვალა კაცობრიობა. საოცარია, მაშინ როდესაც მოციქულები შიშით იმალებოდნენ, ჯვარზეც კი მხოლოდ ერთი მოციქული იყო, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები აივსნენ მადლით, გახდნენ უშიშარნი და მსოფლიო მოინადირეს…
რა მოხდა ამ დღეს ?
აღდგომიდან 50 – ე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს დედაზე და 120 მოწაფეზე გადმოვიდა, უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.
სულფმოფენობის ერთერთი ტრადიციაა ყვავილების კურთხევა..
ამ დღეს ტაძარს ყვავილებით, მწვანე მინდვრის მასით რთავენ, წირვის შემდეგ იკურთხება ეს ყვავილები. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ. ეს ბალახები, ყვავილები ერთი კვირის შემდეგ მიაქვთ სახლში და წელიწადის განმავლობაში იყენებენ როგორც სიწმინდეს, ხარშავენ და სვავენ…
” ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც… ამინ ”
სულმფონებობის წირვაზე მოხსენებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი, ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, სახელების მოწერა შეუძლია ყველას – დააწერეთ – “სულთმოფენობის წირვისთვის”
🌸🥀🌸🥀🌸🥀🌸🥀🌸🥀🌸🥀🌸🥀🌸🥀🌸
გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და დაგვეხმაროთ გაავრცელებაში…..
🙏 გთხოვთ შევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, სამწუხაროთ, ვერ ვახერხებთ მასალების სრულად ყიდვას, რომ დავიწყოთ ტაძრის სრული რეაბილიტაცია.
როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება
თუმცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ, ერთიან თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.
⛪ ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი
♦️ პარალელურად დაიწყო ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა, ასევე გთავაზობთ ნიმუშს, თუ როგორი იქნება მისი კიოტი… ( ქვემოთ 👇 )
თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ხატთა დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახის სახელზე.
ამ ეტაპზე იწერება – ბერი გაბრიელის, ივერიის ღვთისმშობლის, აღდგომის ხატის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნინოს, გვსურს ასევე სიკეთის დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის ხატის დაწერა.
ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის შემომწირველთა სახელზე. ( მათ შორის სულთმოფენობის წირვისთვის )
სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.!
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი
დანიშნულება: ( ივერიის ღვთისმშობელი – ან ხატისთვის )
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )
https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US
https://gofund.me/86f2e7bc
🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატრა მეჯვრისხევში – გორის რაიონი