უფალი ისმენს მამა გაბრიელის ლოცვას – ბერის ათი დარიგება ღვთის წყალობისათვის

გაუზიარე მეგობრებს

წმინდა მამა გაბრიელის 10 დარიგება

1. ნურასოდეს გაარტყამ შენზე პატარას, სუსტია და დაიჩაგრება. ნურასოდეს შეებრძოლები შენზე დიდს, ძლიერია და გაგთელავს. ჯერ შენს სულს შეებრძოლე და იმ ორივეს, სუსტს და ძლიერს დაამარცხებ, გამარჯვებული გამოხვალ და ღვთის წინაშე გამართლდები.

2. სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა, ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ

3. დაღაცათუ იხილოთ კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი, მიწაზე
ნურავის განიკითხავ, დაბადებულსა ღვთისასა. რამეთუ მათი სადავები უფალს მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ. შენი სადავები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. უფალმა მეძავი შეიწყალა, ავაზაკი აცხოვნა.

4. კარგია, როცა თავს ძალას დაატან და მოყვასს ფეხს დაბან, მაგრამ ჭეშმარიტი თავმდაბლობაა, როცა ძალიან გიყვარს ადამიანი და შენ თვითონ გიჩნდება სურვილი, რათა მას ფეხები დაბანო.

5. რასაც გული დაგაჯერებს – ღვთის ნებაც ის არის.

6. თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ. თუ კეთილ საქმეს არ აკეთებთ, თქვენი ლოცვა მკვდარია.

7. ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ…

8. საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.

9. ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ.

10. ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია.  სიყვარული იცით რამხელა ბედნიერებაა?

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი

🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿

საქველმოქმედო ინფორმაცია

გთხოვთ, გაეცნოთ სრულად…. 👇

არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც  არ ისმინოს ღვთისმშობელმა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

როგორც იცით მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. პერიოდულად გაწვდით ინფორმაციებს ტაძრის შესახებ, იქ გაკეთებული საქმეების მიხედვით. ახალხანს  დაიწერა  კანკელის ხატები – მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის და ნათლისმცემლის ( ფოტოები მოცემულია ტექსტის ბოლოს )

ასევე  მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა,  თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარით…

თუმცა სამწუხაროდ, ტაძრის შიდა ნაწილი შესაძლოა დაზიანდეს, რადგან სამწუხაროდ მოუწია სახურავის მთლიანად გამოცვლა,  რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკაშვირებული.

ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა.

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა  მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

 

ზემოთ