უფალი ისმენს მამა გაბრიელის ლოცვას – 26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა

გაუზიარე მეგობრებს

დღეს, 26 აგვისტოს ჩვენი  მამა გაბრიელის დაბადების დღეა  ყველას შეგეწიოთ, ყველა გაგახაროთ.

🙏 საოცარი წმინდანია, თითქოს თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი მამა გაბრიელი გვყავს და ყველას გვგონია, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს იგი, ყველაზე მეტად ჩვენ გვწყალობს..

როგორც პატრიარქმა ბრძანა – უფალი ისმენს მამა გაბრიელის ლოცვას.

აბა გაიხსენეთ, რამდენჯერ მიგიმართიათ მისთვის და მასაც მადლით აუვსია თქვენი გულები…
მამა გაბრიელი აერთიანებს ერს სიყვარულში, ერთობაში..

შეეწიე დიდო ბერო შენს საყვარელ საქართველოს..
ნანატრი მშვიდობა და ერთიანობა მოგვამდლე

ილოცე, ჩვენთვის მამაო გაბრიელ, ილოცე საქართველოსთვის, თითოეული ქართველისათვის ილოცე ჩვენო ტკბილო გაბრიელ.

ლოცვა გაბრიელისა

ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!

🌸💚🌼🌸💚🌼🌸💚🌼🌸💚🌼🌸💚🌼🌸💚

საქველმოქმედო ინფორმაცია….

გთხოვთ სრულად გაეცნოთ ინფორმაციას და გაავრცელოთ ( ახალი ფოტოები მოცემულია ტექსტის ბოლოს )

როგორც იცით მიმდინარეობას ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, უამრავი თქვენთანაგი იღებს მონაწილეობას. ხალხის წყალობით ბევრი რამ კეთდება, უკვე გამზადდა და ჩაყენდა აღსავლის და სადიაკვნე კარები, ასევე იწერება მათთვის შესაბამისი ხატები,  დავით სარაულმა შემოგვწირა ულამაზესი ჭაღი, რამაც კიდევ უფრო გაამშვენა დედაღვთისას ტაძარი…

ასე ნელნელა ღვთისმშობლის კურთხევით მივდივართ ტაძრის აღდგენისაკენ, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თქვენს გარეშე კი ვერ შევძლებთ ტაძრის ბოლომდე აღდგენას. ყველას გთხოვთ თანადგომას, ძალისაებრ თქვენისა  ღვთისმშობელი არავის დაგტოვებთ წყალობის და დედობრივი ზრუნვის გარეშე..

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

ყველას გულით გიხდით მადლობას გვერდში დგომისთვის

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით

ზემოთ