წითელი პარასკევი – ყველაზე მძიმე დღე. მაცხოვრის უკასკნელი სიტყვები ჯვარცმის დღეს

გაუზიარე მეგობრებს

ჯვარცული ქრისტეს უკანასკნელი სიტყვები… ფიქრები წითელი პარასკევს.

🔔 დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა.
ამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს.

📌 ამ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით.

ამ დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს;

⛪ ეკლის გვირგვინით შემოსეს იგი, ვინც უკვდავებით შეამკო ადამიანი; ეკლის გვირგვინს თხზავს ადამიანი მის თავზე, ვინც ვარსკვლავების გვირგვინი შეუთხზა ქვეყანას; ეკლის გვირგვინს ვწნავთ მეც და შენც მეგობარო, თუკი ჩვენ ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუ ვმრუშობთ, თუ ვგმობთ უფალს, თუ ვჭორაობთ, თუ ვლოთობთ, თუ ვართ უწყალო, ან მრისხანე…

📌  ყოველი ჩვენი ცოდვა – ეს არის ეკალი, რომელსაც ეკლის გვირგვინს ვმატებთ და რომელ გვირგვინსაც გამუდმებით წნავს კაცობრიობა უფალ იესოს თავზე.
წითელი პარასკევი არის ყველაზე მძიმე დღე.

ეს არის დღე როდესაც შენი ღმერთი ჯვარზეა გაკრული, დღე როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ტკივილისაგან გული აქ გაგმირული..

🔔 უფალი გავაკარით ჯვარზე, ვაფურთხეთ, ვაგინებთ, ვცემეთ, ავაზაკათ გამოვაცხადეთ…. სამყარო გაირინდა, სამყარო ელოდება ქრისტეს პასუხს და აი იჭექა იესოს ნატანჯმა ტკბილმა ხმამ….

“მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან”

ნახეთ მაცხოვრის უკანასკნელი სიტყვები ჯვარზე…

1) „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23, 34)

2) „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა…“ (ლუკ. 23, 43)

3)„დედაკაცო, აჰა ძე შენი!.. აჰა დედაჲ შენი…“ (იოან. 19, 26-27)

4)„მწყურის!“ (იოან. 19, 28)

5)„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტევე მე?“ (მათე 27, 46)

6)„მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“ (ლუკ. 23, 46)

7) „აღსრულებულ არს…“ (იოან. 19, 30)

ღმერთო შეგვინდე, ღმერთო მოგვიტევე, რამეთუ არ ვიცით რასა ვიქმთ.

სააღდგომი წირვაზე მოხსენებისთვის შეგიძლიათ უკვე, წინასწარ მოგვწეროთ მოსახსენებელი ცოცხალთათვის ( სახელების მოწერა შეუძლია ყველას, ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. დააწერეთ “აღდგომის წირვისთვის” )

🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️

ნახეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია დედაღვთისას ტაძრის შესახებ

გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და გაავრცელოთ…..

🙏 გთხოვთ შევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, სამწუხაროთ, ვერ ვახერხებთ მასალების სრულად ყიდვას, რომ დავიწყოთ ტაძრის სრული რეაბილიტაცია.

როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება

თუმცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ, ერთიან თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.

ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი

♦️ პარალელურად დაიწყო ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა, ასევე გთავაზობთ ნიმუშს, თუ როგორი იქნება მისი კიოტი… ( ქვემოთ 👇 )

თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ხატთა დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახის სახელზე.

ამ ეტაპზე იწერება – ბერი გაბრიელის, ივერიის ღვთისმშობლის, აღდგომის ხატის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნინოს, გვსურს ასევე სიკეთის დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის ხატის დაწერა. )

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის შემომწირველთა სახელზე ( მათ, შორის აღდგომის წირვისთვის ) .

სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.!

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ( ივერიის ღვთისმშობელი – ან ხატისთვის )

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ზემოთ