წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა, რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ. ნახეთ

გაუზიარე მეგობრებს

ეს არის წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა, რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ.

🖍️ ეს უდიდესი წმინდანი უფალს მადლობას სწირავს იმ მოთმინებისთვის, რაც წამების ჟამს მომადლა და ითხოვს ცოდვათა მიტევებას, მის მწამებელ წარმართთა შენდობას და რაც ყველაზე საოცარია – უფალს სთხოვს მომადლოს მის ძვლებს მადლი, რათა ყოველი კაცი, რომელიც მიეახლება მის ძვლებს, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა.

ეცადეთ, გამონახოთ დრო და  წაიკითხოთ ეს საოცარი ლოცვა

💒 უფალო ღმერთო ჩემო, რომელი ხარ შემოქმედი ყოველთა საუკუნეთაი, რომლისა მიმართ მოვივლტოდე სიყრმით ჩემითგან, რომელი უწინარეს თხოვისა მისცემ ნიჭთა შენთა მოყუარეთა შენთა, ყოვლად ძლიერო და სახიერო და კეთილო ქრისტეანეთა სასოებაო და უტყველო მონათა შენთაგანთა აღთქმაო, რომლისა-ეგე დიდებაი გამოუთქმელ არს და სუფევაი დაუსრულებელ, შენ, უფალო, ისმინე ჩემი, რომელმან მომმადლე მე ღვაწლსა ამას წამებისასა ვიდრე აღსასრულამდე სრულყოფაი და ტანჯვათა შინა მოთმინებაი. აწცა, სახიერო, შეიწყნარე სული ჩემი და იხსენ იგი ეშმაკთა მათგან განმკითხველთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა, და სათნოთა შენთა თანა შემრაცხე მე და შეუნდვე წარმართთა ამათ, რაოდენიცა რაი ძლიერი ყვეს ჩემდა მომართ და ნეტართა მათ მონათა შენთა, რომელნი-იგი სახელისა შენისათვის იწამნეს, და განანათლენ ესენი ცნობითა ჭეშმარიტებისა შენისაითა, რამეთუ ყოველთა კაცთა გნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.

💒  მოხედე, უფალო, სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მომმადლე თხოვაი ესე ჩემი, რომელსა ვითხოვ შენგან, რამეთუ ვინაითგან მრავალნი ვლიან, რათა მიიღონ ძვალთა ჩემთაგან, ამისთვის შეუვრდები მოწყალებასა შენსა. მოეც, უფალო, მადლი ძვალთა ჩემთა, რათა ყოველი კაცი, რომელი სარწმუნოებით იხილვიდეს და შეიმთხვევდეს, მოაქვნდეს მას მადლი და კურთხევაი და შენდობაი ცოდვათაი. და უკეთუ ვინმე ჩვენებასა იხილვიდეს ანუ დგეს საშჯელსა შინა საშინელსა და მოიხსენოს სიმდაბლე ესე ჩემი, ყავ განთავისუფლებაი მისი, თვინიერ ჭირისა და განსაცდელისა.

💒  და რაჟამს მოიღრუბლოს ცათა სეტყვად ქვეყანისა და მოიხსენონ მუნ მდგომარეთა წამებაი ესე ჩემი, ნუ მივალნ ადგილსა მას ჰაერი მავნებელი, არამედ ცვარი მშვიდობისაი იყავნ საკურნებელად მათა. უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი-იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გვეწეოდეს ამ უდიდესი წმინდა ადამიანის ლოცვა და მადლი

გიორგობის დიდებული  წირვისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი , გიორგობა ეს არის გამსაკუთრებული დღე და არავინ დარჩეთ მოხსენების გარეშე.

სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ გაიღოთ შესაწირი, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისთვის, და წვლილი შეიტანოთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელზე, თუნდა ერთი ლარით.

სახელების მოწერა შეუძლია ყველას, ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – დანიშნულებაში დაუწერეთ ” გიორგობის წირვისთვის”)

🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁

ეს მნიშვნელოვანია, ეს შენც გეხება 🙁

💫 კვლავ სჭირდება ჩვენი შემწეობა დედაღვთისმშობლის ტაძარს,  კვლავაც საჭიროა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ამ ისტორიული საქმისთვის, ვისაც რა შეგიძლიათ, კეთილი სიტყვა, ლოცვა თუ მატერიალური მხარდაჭერა, თუნდაც ერთი ლარით..

💫  არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით, საოცრად მადლიანი ტაძარია და ჩვენი დიდი შემწე – წმინდა მარიამი არავის ტოვებს წყალობის, სიხარულის გარეშე.

💫 თითოეული თქვენგანის წყალობით უამრავი რამ გაკეთდა ტაძარში, მოწესრიგდა შიდა ნაწილი, დაიწერა და გამშვენდა არაერთი დიდი ხატი. თუმცა სამწუხაროდ, ტაძრის სრული სამუშაოები, საკმაოდ დიდ, ერთიან თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე ერთად დგომით , მივიყვანოთ ტაძრის აღდგენა, ასევე დასაწერია უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი,

♥️ თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ხატთა დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახის სახელზე..

😌 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის და ხატის შემომწირველთა სახელზე და მოხდება მოხსენება წირვასა და პარაკლისზე

ჯანმრთელობის და შემომწირველთა  პარაკლისისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი (ცოცხალთა ) ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ფეისბუქ გვერდზე 👇 ( მათ შორის გიორგობის წირვისთვის“,

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე ! (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

ზემოთ