სამარიტელის კვირა – საუბარი ცოდვილ დედაკაცთან – გამონახეთ დრო და წაიკითხეთ ეს საოცარი ამბავი
კვირას, არის კურნების კვირა, როდესაც უფალმა მოახდინა დიდი სასწაული და განკურნა სნეული, ჯანმრთელობის და სავედრებელი პარაკლისისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი ცოცხალთათვის , ეს არის განსაკუთრებული დღე და არავინ დარჩეთ მოხსენების გარეშე.
სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ გაიღოთ შესაწირი, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისთვის, და წვლილი შეიტანოთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელზე, თუნდა ერთი ლარით.
სახელების მოწერა შეუძლია ყველას, ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – დანიშნულებაში დაუწერეთ ”კურნების კვირას“”)
სამარიტელის კვირას ეკლესია სახარებიდან ერთი საოცარ ამბავს იხსენებს, ამბავი რომელიც შეეხება უფლის საუბარს ცოდვილ დედაკაცთან.
🌿 უფალი მიდის სამარიაში რათა იქ სახარების პირველი მარცვლები დაეთესა,
იუდეველები მტრობდნენ სამარიტელებს. უარს ამბობდნენ მათთან, ურთიერთობაზე, დაუშვებლად მიაჩნდათ მათთან ერთად არათუ ღვინის, წყლის დალევაც კი.
🌿 და აი, უფალი მივიდა სამარიაში და დაჯდა ჭის მახლობლად, ამ დროს მოვიდა სამარიტელი ქალი ჭიდან წყლის ასაღებად და უფალმა მას სთხოვა წყალი.
გაკვირვებულმა ქალმა მიუგო: ,,შენ იუდეველი ხარ და მე, სამარიელს, როგორ მთხოვ წყალს? რა საერთოა ჩვენს შორის?“
იესომ მიუგო: შენ რომ იცოდე, თუ ვინ გთხოვს წყალს, პირიქით, ჩემგან ითხოვდი ცხოველსმყოფელ, სიცოცხლის მომნიჭებელ წყალს, რომელიცაა საღმრთო ჭეშმარიტება, რასაც ყოველი ადამიანის სულის წყურვილის დაურწყება შეუძლია.
🌿 მაცხოვარი ცდილობს, სამარიტელი ქალის გონება, ზეცად აღამაღლოს და განაგრძო: წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, რადგან წყალი, რადგან ეს წყალი იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
🌿 რა არის ეს ცხოველი წყალი, რომელსაც უფალი სამარიტელ დედაკაცს სთავაზობს? –
ეს არის სახარება, უფალ იესო ქრისტეს ქადაგება, მოძღვრება, რითაც საუკუნო ხსნას იღებს ყოველი ადამიანი.
რა თქმა უნდა, ქალი ვერ მიხვდა, თუ რა წყალზე ესაუბრებოდა მაცხოვარი, მისი გონება ისევ მატერიალური ჭის წყლისკენაა მიმართული და პასუხობს: ბატონო, სათლიც (წყლის ჭურჭელი) არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი?
🌿 აქ უკვე უფალს საუბარი სხვა თემაზე გადააქვს და ეუბნება, რომ დაუძახოს თავის ქმარს. ამით იგი ცდილობს, ცოდვის განცდა გამოიწვიოს ქალში და მისი გონება ამქვეყნიურ ფიქრს განარიდოს, რადგან იგი არაკანონიერი ქორწინებით ცხოვრობდა და უკვე მეხუთედ იყო გათხოვილი. სამარიტელმა მიუგო, რომ ქმარი არ ჰყავს. იესომ დაუდასტურა და ისიც დასძინა, რომ ეხლანდელის გარდა მას ხუთი ქმარი ჰყავდა, რითაც მიახვედრა ის, რომ გულთამხილავია.
🌿 უფლის მოულოდნელმა პასუხმა შესძრა ქალი, რადგან მისი ცხოვრების ყველაზე დაფარული საიდუმლო უთხრა. დედაკაცი მაშინვე მიხვდა, რომ მასთან მოსაუბრე არაჩვეულებრივი ადამიანია და მაშინვე ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა: ,,უფალო, ვხედავ, რომ წინაწარმეტყველი ხარ, ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია უფლის თაყვანისცემის ადგილი?“ანუ, სად უნდა ვცეთ თაყვანი ღმერთს, ვინ არის მართალი, სამარიტელთა მამები თუ იუდეველები.
უფალი უქადაგებს ჭეშმარიტებას და ბოლოს გაუმხელს რომ ის არის მხსნელი სოფლისა – მესია.
🌿 გახარებული სამარიტელი დედაკაცი ივიწყებს, თუ რისთვის არის მოსული იაკობის ჭასთან და ქალაქში მიიჩქარის, რათა ყველას შეატყობინოს უფალთან შეხვედრისა და საუბარის ამბავი და მთელი ქალაქი მოიყვანოს მაცხოვართან.
🌿 გარდამოცემის მიხედვით, სამარიტელმა დედაკაცმა და მისმა ოჯახმა მიიღო ქრისტეს რწმენა და შედგომში ეწამნენ კიდეც ქრისტეს სარწმუნოებისათვის.
🌿 შეგვეწიოს ყველას სამარიტელი დედაკაცის ლოცვა, მოგვცეს უფალმა გული გონიერი, რათა შევიცნოთ უფალი და ვიხაროთ მისით
💫🕊️💫🕊️💫🕊️💫🕊️💫🕊️🕊️💫🕊️💫🕊️✨🕊️
ასევე აუცილებლად ნახეთ ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ დღემდე ვერ ხერხდება ტაძრის დასრულება
⛪ როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ გაკეთდა, ეს ყველაფერი კი არის თითოეულო თვენგანის შემოწირულობით.
😔 თუმაცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.
⛪ ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი
♦️ პარალელურად იწყება ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა ასევე, წმინდა ნიკოლოზის. თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ხატთა დაწერაში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ მათ დაწერაში.
ამ ეტაპზე იწერება ( ან დიწერა) – ბერი გაბრიელის, ივერიის ღვთისმშობლის, აღდგომის ხატის, წმინდა, ბარბარეს, წმინდა ნინოს, წმინდა ნიკოლოზის, შენ ხარ ვენახის, კანკელის ხატების, მთავარანგელოზთა,
ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის შემომწირველთა სახელზე.
სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. ( მათ შორის ჯანმრთელობის პარაკლისისთვის )
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი
GE43CD0360000024322537 – კრედო
დანიშნულება: ( ხატისთვის ან ივერიის ღვთისმშობლის ტაძარისთვის)
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე ( გახსენით ლინკი)
https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US