10 აპრილს  ერთი საოცარი წმინდანის ხსენების დღეა, იმდენად საოცარია მისი ცხოვრება, რომ ეკლესიამ მას დიდ მარხვის ერთი კვირა მიუძღვნა

გაუზიარე მეგობრებს

📌 11 აპრილს  ერთი საოცარი წმინდანის ხსენების დღეა, იმდენად საოცარია მისი ცხოვრება, რომ ეკლესიამ მას დიდ მარხვის ერთი კვირა მიუძღვნა. ეს არის ღირსი დედა – მარიამ მეგვიპტელი.

გამოყავით მცირედი დრო და კიდევ ერთხელ გაეცანით ამ საოცარი წმინდანის ცხოვრებას.

ვინ იყო ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი?

📜 VI საუკუნეში მცხოვრები დიდი სულიერი მოძღვარი, მამა ზოსიმე, დიდი მარხვის გასატარებლად უდაბნოში წავიდა. უდაბნოს სიღრმეში შესული რატომღაც სულ იმაზე ფიქრობდა, რომ შეხვდებოდა ვინმე, რომელიც იქ განსაკუთრებულად იღვწოდა. ერთ დღეს, მართლაც დაინახა ადამიანი – თეთრი თმებით, სრულიად შიშველი, მზისგან დამწვარი და გაშავებული,
იგი მოეფარა ამაღლებულ ადგილს და იქედან სახელით მიმართა უცნობ ადამიანს,

♦️ „მამაო ზოსიმე, მე ქალი ვარ, ტანსაცმელი შემოძარცული მაქვს და ვერ დაგენახვები, ამიტომ შენი ზედა შესამოსელი მომეცი, რათა მოვიხვიო და შეგხვდეო“. მამა ზოსიმემ მას თავისი ანაფორა დაუტოვა, მოიხურა და შესახვედრად გამოვიდა. ღირსი მამა ზოსიმე მიხვდა, რომ მის წინაშე არაჩვეულებრივი ადამიანი იდგა, შემდეგ მარიამ მეგვიპტელმა მას აღსარება უთხრა და თავისი თავგადასავალი უამბო. აი, ეს იყო მათი პირველი შეხვედრა.

📌 მარიამ მეგვიპტელი 12 წლის იყო, როცა ოჯახიდან გავიდა. მან, ჯერ კიდევ ბავშვმა დაიწყო მეძავობა, რაც 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთხელაც, მოახლოებული ჯვართამაღლების დღესასწაულზე იერუსალიმში გემით უამრავი ადამიანი მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა ჯვრისათვის. მარიამ მეგვიპტელიც მათთან ერთად გაემგზავრა, მაგრამ არა იმიტომ, რომ თაყავი ეცა ჯვრისათვის, არამედ იმისათვის, რომ გემზე მყოფი ახალგაზრდები ეცდუნებინა.

⛵ როცა ხალხი გემიდან გადმოვიდა და იმ ტაძარს მიაშურა, სადაც ჯვარი იყო აღმართული, მოხდა სასწაული – ხალხი შედიოდა ეკლესიაში, მარიამ ეგვიპტელი კი ვერა, უხილავი ძალა მას ტაძარში არ უშვებდა. იგი ძალიან ბევრს ეცადა, მაგრამ შიგ ვერაფრით შეაღწია. სწორედ ამ დროს მიეცა მას სინანულის განცდა, იგრძნო თავისი დანაშაული და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას შესთხოვა, ოღონდ ტაძარში შეეშვა და ცხოველსმყოფელი ჯვრის მთხვევის ნება დაერთო, ცოდვას აღარასოდეს ჩაიდენდა. როგორც კი ღვთისმშობლის წინაშე ეს სიტყვები წარმოსთქვა, ტაძარში თავისუფალად შევიდა და ჯვარს ემთხვია.

ტაძრიდან გამოსვლისთანავე სამი პური იყიდა და უდაბნოში სამოღვაწეოდ წავიდა.

♦️ მარიამ მეგვიპტელმა ზოსიმეს უამბო, რომ რაღაც საოცრად საშინელი ბრძოლებისაგან გასათავისუფლებლად მას 17 წელი დასჭირდა. უდაბნოში სულ 47 წელი დაჰყო, და საოცარი ღვაწლით შეიმოსა.

📌 დიდ ხუთშაბათს, აზიარა ბერმა ზოსიმემ მარიამ მეგვიპტელი უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს და შემდეგ მარიამ მეგვიპტელმა მამა ზოსიმეს სთხოვა, მომავალ წელსაც ზუსტად იმავე ადგილზე მისულიყო და მისთვის წმიდა ზიარება მიეტანა. ასეც მოხდა, მაგრამ უკვე შემდეგ წელს, როცა მამა ზოსიმე უდაბნოში მივიდა, მარიამ მეგვიპტელი უკვა გარდაცვლილი დახვდა. მამა ზოსიმემ მისი სახელი მისივე ცხედრის გვერდთ, სილაზე დატოვებული წარწერით შეიტყო. ბერმა საფლავის ამოთხრა სცადა, მაგრამ უდაბნოს მიწა ისე გაქვავებულიყო, რომ მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა. ამ დროს უდაბნოდან ლომი გამოვიდა. ზოსიმეს შეეშინდა და პირჯვარი გადაიწერა. ლომი მარიამ მეგვიპტელის გვამთან მივიდა და ტერფების ლოცვა დაუწყო. როცა მამა ზოსიმემ ეს იხილა, მიხვდა, ღვთისგან მოვლენილი სასწაული ხდებოდა და ლომს უბრძანა, საფლავი გაეთხარა. ლომმა მართლაც აღასრულა მისი ბრძანება.

🙏 ასე დასრულდა ამ დიდი მოღვაწის მიწიერი ცხოვრება; იგი დაცემული იყო და აღდგა, და თანაც იმდენად ამაღლდა, რომ ანგელოზებს ემსგავსა. ზოსიმე ხედავდა რომ როცა მარიამ მეგვიპტელი ლოცულობდა, იგი ჰაერში იდგა, მდეინარეზე ისე გადადიოდა, თითქოს მიწაზე მიაბიჯებდა. ამიტომაც სთხოვდა მარიამს, მე კი არა, შენ უნდა დამლოცო მე ცოდვილიო.

აი, ასეთი დიდი წმიდანის დღესასწაულია, შეგეწიოთ ღირსი მარიამ მეგვიპტელის ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს, მთელ ქვეყანას.

პატრიარქი ილია მეორე.

🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️🔔🕊️

ნახეთ, ასევე საქველმოქმედო ინფორმაცია.

ვინც, ნახავთ, ამ ინფორმაციას, თხოვნაა, რომ სხვებსაც გაუზიაროთ (08 04.2022)

გთხოვთ წაიკითხოთ სრულად… ❤️

📢 როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ გაკეთდა

თუმაცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით,.თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.

⛪ ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი

♦️ პარალელურად იწყება ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა. თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.
( ამ ეტაპზე იწერება – ბერი გაბრიელის, ივერიის ღვთისმშობლის, აღდგომის ხატის, წმინდა, ბარბარეს, წმინდა ნინოს )

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის შემომწირველთა სახელზე.

სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.!

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ( ივერიის ღვთისმშობელი – ან ხატისთვის )

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ზემოთ