19 ივლისს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია – იკონომოსა (მაშენებელი). ხატი განსაკუთრებით ეწევა მატერიალური სიდიხჭურის ჟამს.
🌿 ეს ხატი ათანასე დიდის ლავრაში იმყოფება. ერთხელ, შიმშილობის დროს, ბერები გაიფანტნენ და თვით ათანასე დიდმაც გაცლა არჩია. მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. უბრძანა, უკან დაბრუნებულიყო და დახმარება აღუთქვა. წმინდა ათანასემ მიუგო –
🌿 მეშინია ვირწმუნო, რადგან მრავალია ეშმაკის ცდუნება, რითი დამარწმუნებ შენი სიტყვების სიმართლეშიო. ყოვლადწმინდა ქალწულმა უბრძანა: შენი კვერთხი დაარტყი ამ ქვას და მიხვდები, ვის ესაუბრები. იცოდე, რომ ამიერიდან სამუდამოდ მე შენი ლავრის ეკონომოსი ვიქნებიო.
🌿 ათანასემ დაარტყა ქვას და როგორც ელვამ, გააპო იგი. ნაპრალიდან წყარო გადმოდინდა, რომელიც ამჟამადაც მოედინება და მაკურნებელია. მონასტერი წმინდა ათანასეს საზრდელით სავსე დახვდა.
🌿 მას შემდეგ ამ ლავრაში ეკონომოსად თვით ღვთისმშობელი ითვლება. გამოცხადების ადგილას ეკლესია აშენდა. ამ მოვლენის სამახსოვროდ დაიწერა ხატი, რომელზეც გამოსახულია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ყრმით, მარცხნივ დგას წმინდა მიქაელ სინელი, მარჯვნივ კი წმინდა ათანასე დიდი, ხელში თავისი ლავრის გამოსახულებით.
🌿 დედაღვთისა შეგეწიოთ, მოგმადლოთ მატერიალური და სულიერი კეთილდღეობა.
🌿💚🌼🌺🌸🌿💚🌼🌺🌸🌿💚🌼🌺🌸🌿💚
საქველმოქმედო ინფორმაცია..
გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….
სამწუხაროდ ტაძრის აღდენა შეჩერებულია.
წლებია ხალხი, თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც ძალიან უჭირთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, ზოგჯერ უკანასკნელ კაპიკსაც კი დედაღვთისას სწირავდნენ და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას..
მადლობა ყველას ვინც მუდამ გვერდში უდგას ტაძარს და ეწევა თუნდაც 1 ლარით… თქვენი წყალობით ბევრი რამ გაკეთდა ტაძარში, თუმცა გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული..
ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში
გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით