21 მაისს სიყვარულის დღეა, რადგან ქრისტეს საოცარი მოციქულის ხსენების დღეა.

გაუზიარე მეგობრებს

🌿🕊️ 21 მაისს, სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.

🙏 ის იყო კაცობრიობაში პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები, სიტყვები, რომელზეც დაფუძნებულია მთელი ჩვენი სარწმუნოება, სიტყვები, რომელნიც მთელი სისრულით მოგვითხრობენ უფალის შესახებ. ,,ღმერთი სიყვარული არს” – ამ სიტყვებმა იჭექა მთელ სამყაროში, ამ სიტყვებმა დაბადეს ახალი ადამიანი, ამ სიტყვებმა შეცვალა მთელი კაცობრიობა, ითქვა აქამდე არ ნახული, არ გაგონილი სიტყვები, რომელიც აღწევს ყველა ადამიანის გულში.

🌺 მთელი რჯული სიყვარულით აღესრულება, ყოველივე ხარობს სიყვარულით, სიყვარული აერთიანებს, სიყვარული ამშვენიერებას, სიყვარული უკვდავყოფს ყოველივეს. ის იყო უფლის ერთგული მოწაფე, რომელსაც ხშირად ვნახავდით პატარა ბავშვივით, უფლის მკერდზე მიყრდნობილს, რომელიც საყვარელი მოძღვრისგან სითბოსა და სიყვარულს იღებდა.

🌺 როდესაც უფალმა მოწაფეებს უთხრა, მივდივარ იერუსალიმში, სადაც ტანჯვა და წამება მელოდება, იოანე ბავშვური გულწრფელობით დანაღვლიანებული შეეხვეწა, რომ არ წასულიყო იქ.

🌿 წმინდა იოანე არის აგრეთვე ერთგულების, სიმამაცის მოციქული, ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდა. უფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა – ჩააბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ – სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს.

🌿 მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა.

🌿 მისი დაწერილი სახარება ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცემს უფლის ცხოვრებას, უფლის სიდიადეს, მის ღვთაებრიობას. სიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამდენიმე დღის შედმეგ, როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად ხორცით აღვიდა ზეცაში.

ლოცვა 🕊️  – ” ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.”

🕊️ უფალმა მოგვმადლოს სიყვარული იოანე მოციქულისა, უფალმა მოგვმადლოს სიბრძნე და ერთგულება იოანე მახარებლისა.

🌿🌼🌸🌼💮🌺🕊️🌸🌼🌿🌸🌼💮🕊️❤️🌺🌸

საქველმოქმედო ინფორმაცია

როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )

ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში

შესაწირი ტაძრისთვის

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება – ივერიის ღვთისმშობელი

აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე. ( გახსენით ლინკი)

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ასევე –

GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

ზემოთ