21 ნოემბერს – მთავარანგელოზობაა.
რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ და რა გვევალება თითოეულ ქრისტიანს?
🔶 ყოველ ჩვენგანს ჰყავს ანგელოზი მფარველი, რომელიც მას ნათლისღების დროს ეძლევა. მთავარანველოზობა არის ზეიმი ცათა შინა! ამ ზეიმს ჩვენც ვუერთდებით და ვდღესასწაულობთ მთავარანგელოზთა, ანგელოზთა და ყოველთა ზეციურ ძალთა ხსენებას.
❓ რატომ აღინიშნება მათი ხსენება 21 ნოემბერს და არა სხვა დღეს?
🖍️ დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. რვა რიცხვი კი მიგვანიშნებს უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე “დღესა მერვესა ” – მერვე დღეს წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. ( საეკლესიო კალენდრით 21 ნოემბერი არის 8 ნოემბერი – ძველი სტილით )
✨ ზეციურნი ძალნი შექმნილნია სადიდებელად ღვთისა; ისინი ქმნიან ზეციურ იერარქიას. წმიდა მამები ამბობენ, რომ არსებობს ზეციური იერარქიის 9 დასი :
💒 ქერუბიმნი, სერაფიმნი, საყდარნი. უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი მთავრობანი მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
📜 წმინდა წერილში ანგელოზები სულები არიან, რომლებიც ღვთის სიტყვას ამცნობენ ადამიანებს. თავად სიტყვა “ანგელოზი” ბერძნულია და ქართულად მაცნეს ნიშნავს.
🙏 ანგელოზი მფარველი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახებისა და თქვენი შვილების მფარველი. ეს დღესასწაული არის უდიდესი დღესასწაულთა შორის. როგორც აღვნიშნეთ, ყოველ ჩვენთგანს ჰყავს მფარველი ანგელოზი და დღეს მათი დღესასწაულიც აღინიშნება.
🖍️ ამ დღეს უნდა ვეცადოთ გავიღოთ მოწყალება, დავანთოთ სანთელი მათ სახელზე, ვეზიაროთ და დიდება შევწიროთ ანგელოზთა დასს – ჩვენ მფარველ ანეგლოზებს.
მრავალს დაესწარით მშვიდობით და სიხარულით!
🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿
საქველმოქმედო ინფორმაცია – გთხოვთ გაეცნოთ სრულად.
👉💫 სამწუხაროდ, ტაძრის აღდგენა უსახსრობის გამო ვერ სრულდება, რადგან სამწუხაროდ მთლიანად გახდა სახურავი შესაცველი და გადასახური ქართული აგურით, რაც ერთიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
💫 წლებია ღვთისმშობლის ტაძარი თითო ლარით შენდება, სწირავენ დედაღვთისას და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას ყველას მის შემწეს.. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
გთხოვთ დავუდგეთ ტაძრის მშენებლობას გვერდით, თუნდაც ერთი ლარით..
💫 რაც შეეხება ტაძრის შიდა ნაწილს – აქ ძირითადი სამუშააოები თითქმის მორჩენილია ( კედელი, ჭერი, იატაკი, კანკელი, ტრაპეზის ქვა, საკურთხეველი, ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები ) ასევე მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.
👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე ! (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )
https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US
🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.
ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ