22 მარტს, ორმოცი სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა, მათი ცხოვრება უნდა იცოდეს ყველამ

გაუზიარე მეგობრებს

🕊️ 22 მარტს, ორმოცი სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა. მათი ცხოვრება უნდა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა.

40 სებასტიანელი მოწამე  ითვლება მეორათა მფარველად..

მეოთხე საუკინეში, ჯერ კიდევ ქრისტიანთა დევნის ჟამს ორმოცმა მეომარმა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს.
რის გამოც  ციხეში ჩასვეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმათ ხმა:

„რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.

წარმარტებმა გადაწყვიტეს მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა:

„რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კულად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“

მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი შეიქმნა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს:

მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს,  ძვლები კი ტბაში გადაყარეს.

საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით  დაკრძალა..

წმინდანო ორმეოცნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის…

გწყალობდეთ ყველას….

❤️🕊️❤️🕊️❤️🕊️❤️🕊️❤️🕊️❤️🕊️❤️❤️🕊️❤️🕊️

ვინც, ნახავთ, ამ  ინფორმაციას, თხოვნაა, რომ სხვებსაც გაუზიაროთ (21.03.2022)

გთხოვთ წაიკითხოთ სრულად… ❤️

როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომიწრველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით. თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.

არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ გაკეთდა

ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, სამწუხაროდ გამოსაცვლელი გახდა მთლიანად სახურავი, გადასახური ქართული აგურით და შემდეგ შესაბამისი სახურავი, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი .

პარალელურად იწყება ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა. თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

GE32BG0000000699979200 – საქართველო

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ტაძრისთვის ( ან მამა გაბრიელის ხატისთვის )

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

ზემოთ