27 სექტემბერს ჯვართამაღლებაა – ყველაფერი რაც ამ დღის შესახებ უნდა ვიცოდეთ 👇

გაუზიარე მეგობრებს

ჯვართამაღლება – ძალა ღვთისა

🌿 ჯვართამაღლება –ეს არის ჯვრის სადიდებელი და თაყვანსაცემი დღესასწაული. ამ დღეს ჩვენ თაყვანსა ვსცემთ პატიოსანსა და ცხოველსმყოფელსა ჯვარსა უფლისასა

🌿 ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა, თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც გაეკრა მაცხოვარი ის გაემართა იერუსალიმისკენ და დაიწყო ამ ჯვრის ძიება. იქ ნახავენ მთას, სადაც მიწით დახვდებათ ყველაფერი დაფარული. იქაურობას გაასუფთავებენ და იპოვიან სამ ჯვარს, რომლებზეც ორი ავაზაკი და მაცხოვარი იყვნენ გაკრულნი. მაგრამ ეს ჯვრები არ აღმოჩნდება ისეთი თანმიმდევრობით განლაგებული და ამიტომ დადგება დღის წესრიგში საკითხი, რომელია ამ სამი ჯვრიდან მაცხოვრის ჯვარი. იქვე ახლოს სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობდა და გაჩნდება ასეთი აზრი, რომ მიცვალებულები რიგრიგობით ამ ჯვარზე დაასვენონ და თუ კაცობრიობის მხსნელია, ერთი ადამიანი ხომ მაინც აღდგებოდა. მართლაც, ასეც მოხდება, მაცხოვრის ჯვარზე შეხებისას ეს გარდაცვლილი ადამიანი მკვდრეთით აღსდგება. ეს უდიდესი სასწაული მოხდება.

🌿 გაკვირვებული და გახარებული ადამიანები შემოიკრიბებიან ელენე დედოფლის და ამ ჯვრის გარშემო. ეს ფაქტი ყველასათვის ცნობილი გახდება. ბევრი გამოთქვამს სურვილს ამ ჯვრის ნახვისა. ერის სიმრავლის გამო ჯვარი სათაყვანებელი საგანი გახდება და სამღვდელოება და ელენე დედოფალი ამ ჯვარს ზეაამაღლებენ. ხელით აწევენ, რომ ადამიანებმა რწმენით შეხედონ ამ ჯვარს.

🙏 ამ დღეს არის ასევე მარხვა, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ  როგორ მოეპყრო ადამიანი მაცხოვარს და სინანულით და მარხვით მივეგებოთ უფლის ჯვარს.

🌿 ჯვართამაღლებას ასევე გადიან საფლავზე, გააქვთ ხილი, სანთელი, ნაკურთხი წყალი.

🙏 ჯვარი უნდა გადასახოთ თქვენს სახლს, სამოსს, საწოლს, საჭმელს, საქმეს, რომელსაც აკეთებთ და მისი ძალა დაგიცავთ თქვენ.

ჯვრის ძალა და მადლი შეგეწიოთ.

🌿🙏🌿🙏🌿🙏🌿🙏🌿🙏🌿🙏🌿🙏🌿🙏🌿

საქველმოქმედო ინფორმაცია

გთხოვთ, გაეცნოთ სრულად…. 👇

არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც  არ ისმინოს ღვთისმშობელმა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

როგორც იცით მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. პერიოდულად გაწვდით ინფორმაციებს ტაძრის შესახებ, იქ გაკეთებული საქმეების მიხედვით. ახალხანს  დაიწერა  კანკელის ხატები – მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის და ნათლისმცემლის ( ფოტოები მოცემულია ტექსტის ბოლოს )

ასევე  მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა,  თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარით…

თუმცა სამწუხაროდ, ტაძრის შიდა ნაწილი შესაძლოა დაზიანდეს, რადგან სამწუხაროდ მოუწია სახურავის მთლიანად გამოცვლა,  რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკაშვირებული.

ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა.

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. ! (  სახელების მოხსენება ცოცხალთა და მიცვალებულთა, მოხდება ჯვართამაღლების წირვაზეც)  სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა  მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

ზემოთ