28 ოქტომბერს “ბარაქის ხატის “დღესასწაულია, ნახეთ რა ლოცვა იკითხება ამ დღეს

გაუზიარე მეგობრებს

ყველამ ეცადეთ წაიკითხოთ ბარაქის ლოცვა

28 ოქტომბერს ბარაქის  ” პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი ” ხატის დღესასწაულია. ეს სახელი, ხატს ღირსმა მამამ ამბროსი ოპტინელმა უწოდა…

🌾 ქვეყნიერების დედოფალი ამ ხატზე ღრუბლებზე მჯდომარეა გამოსახული და ხელებიც კურთხევის ნიშნად აქვს განპყრობილი.

როდესაც ხატს სახელად პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი უწოდა, წმიდა მამას სურდა, ეჩვენებინა, რომ დედა ღმრთისა ადამიანებს არა მარტო სულიერ ხსნას მიჰმადლებს, არამედ ქვეყნიერ ღვაწლშიც ეხმარება. ღირს მამას ძლიერ უყვარდა ეს ხატი და მის წინაშე ლოცვა უანდერძა თავის სულიერ შვილებსაც.

ერთხელ, დიდი გვალვის დროს, როგორც კი ხატის წინაშე პარაკლისი აღსრულდა, წვიმა წამოვიდა, მინდვრები გაცოცხლდა და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა.

ლოცვა ბარაქისა…

🌾 ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ცისა და ქუეყანისაო, ყოველთა ქრისტიანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთაო, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქვრივთაო და კაცთა ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და ურჩთა ჩუენთათვის ნაყოფისა მომნიჭებელო;

🌾 შენ, დედოფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაი ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და შემუსრვილებითა გულისათა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ, უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა, ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა.

🌾 დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა. გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ.

🌾 პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაი და წყალობაი დიდი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისა სულისა ქრისტეანისათვის და ყოვლისა ერისა ჩუენისათვის, რაითა გადიდებდეთ შენ, ყოვლადმოწყალესა მზრდელსა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბარაქით აავსოთ დედაღვთისმშობელმა თქვენი ოჯახები…

პარაკლისისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეუსბუქ გვერდზე

🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾🌾

ასევე ნახეთ მნიშვნელოვანი ამბავი 😌

გულისტკივილით გვინდა ავღნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ვერ ხერხდება ივერიის ღვთისმშოვბლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია, რადგან ვერ ხერხდება ერთიანი თანხის მობილიზება.

✨ საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც არ ულხინთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო სწირავენ დედაღვთისას ს და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობასა და სიყვარულს.

🙏 ტაძრის აღდგენა თითქმის ბოლოშია გასული, თუმცა უსახსრობის გამო ვეღარ ხერხდება ჩვენი ზეციური დედოფლის სახლის აღდგენა. მთლიანად გამოსაცვლელია სახურავი, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს გარე ფასადიც

ყველას გთხოვთ შევწიოთ ივერიის ღვთისმშობელს, ვისაც რა შეგვიძლია.

ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის
სახელზე გაღებული ერთი ლარიც კი უდიდეს მადლს და წყალობას მოუტანს თქვენს ოჯახებს

♥️👇 ამ ეტაპზე თქვენი წყალობით მოწესრიგდა სრულად შიდა ნაწილი, დაიწერა 12 ზე მეტი ხატი და კვლავაც მიმდინარეობს ხატთა დაწერა ( მამა გაბრიელის ხატი, წმინდა ნიკოლოზის ხატი, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნინოს, ტაძრად მიყვანების, მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები, მთავარანგელოზთა ხატები, აღდგომის ხატი )

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი და მუდმივად მოხდება თქვენი მოხსენება წირვის დროს.

სახელები მოგვწერეთ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ( 579 23 63 09 ) ( მათ შორის წირვისთვის და პარაკლისისთვის)

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ( ხატისთვის ან ივერიის ღვთისმშობლის ტაძარისთვის)

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას

ზემოთ