ლოცვა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისადმი 👇💚
3 ივნისს არის დღესასწაული “ვლადიმირის” ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა
🌿 გადმოცემის მიხედვით ხატი ლუკა მახარებელმა დაწერა იმ მაგიდის დაფაზე, რომელზედაც მაცხოვარი ყოვლადწმიდა დედასთან ერთად და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა და მადლმოსილმა ავტორმა იგი ყოვლადწმინდა ქალწულს მიუტანა. როდესაც თავისი გამოსახულება იხილა ხატზე, ღვთისმშობელმა წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორა:
🌿 „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ და დაამატა: „მადლი ჩემი და ჩემგან შობილისა ძისა იქმნას ხატსა ამას ზედაო“.
ხატის ასლები მრავალ ქვეყანაში სასწაულებით განდიდდა.
ლოცვა ამ დღეს წასაკითხი 👇🙏
ვისა უგალობდეთ ღვთისმშობელო, ვისა მიმართ ვჴმობდეთ ჟამსა მწუხარებისა ჩუენისასა, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცათაო, ვინ სადა ცრემლნი და სულთქმანი ჩუენი შეისმინოს თჳნიერ შენსა, ყოვლადუჴრწნელო, სასოო ქრისტიანეთაო და ნავსაყუდელო ცოდვასა შინა გუემულთაო, ვინა სადა აღემატოს მოწყალებათა შენთა, მოჰყავ ყური შენი, დედუფალო, ჩუენთა ცოდვილთა მომართ, დედაო ღვთისა ჩუენისაო და ნუ უგულებელსმყოფ, რომელნი მწედ გიხმობთ: შეისმინე სულთქმანი ჩუენნი, განგვამტკიცენ ცოდვილნი ესე, განმსწავლენ ყოველნი და გულისჴმისყოფაჲ კეთილთაჲ მომმადლენ დედუფალო ზეცითასაო და ნუ განმეშორები მონათა ამათ შენთა ცოდვათა ჩუენთათჳს, არამედ მექმენ ჩუენ მშობელ და შუამდგომელ და ღირს მყვენ საფარველსა მოწყალებისასა ძისა შენისა, განაგე ჩუენ ზედა ნებაჲ, შენი, ვითარცა თჳთ უწყი, მშვიდობითსა და უვნებელსა ცხორებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე, რაჲთა ვგოდებთ ცოდვათა ჩუენთა ზედა და შენთანა ვიხარებდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
💚🌸💮🌺🌼🌼🌺🌸🕊️🌸🌿🌺💮🕊️
საქველმოქმედო ინფორმაცია 👇❤️
როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )
ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში…
შესაწირი ტაძრისთვის 🌺☘️🌿
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება – ივერიის ღვთისმშობელი
აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში