4 მარტს არის სახლთანგელოზობა – სახლის ანგელოზის დღე♥️
ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. არსებობს ერთი ლამაზი ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც, როდესაც ოჯახი გასაჭირშია, მფარველი ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე.
ძველი ხალხური ტრადიციით, წელიწადში ერთხელ ( ხორციელის ხუთშაბათს) იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, რის შემდეგაც მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, შემდეგ კი სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს და მადლობას წირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის, კარგი იქნება თუ ისევ აღდგება ეს ტრადიცია.
ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო
კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს…
ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში!
ამინ!“