6 ივნისს „ბრმის კვირაა“ – ეს არის დიდი კურნების, მადლიერების და დიდი სასწაულის დღე,

გაუზიარე მეგობრებს

ლოცვა მოცემულია ისტორიის ბოლოს..

აღდგომიდან მე-6 კვირას – „შობითგან ბრმის კვირა“ ეწოდება, ეს არის დიდი კურნების, მადლიერების და დიდი სასწაულის დღე,

👇 იერუსალიმში ცხოვრობდა ბრმადშობილი კაცი; იგი ტაძრის კართან იჯდა ხოლმე და მოწყალებას ითხოვდა. ერთ დღეს მოწაფეება მის შესახებ ჰკითხეს უფალს: მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა?

🌿 იესომ უპასუხა: არც ამან სცოდა და არც მისმა მშობლებმა, არამედ მისი ავადმყოფობა დაშვებულია, რათა განცხადდეს საღვთო განგებულება.

ამ სიტყვებიდან სჩანს, რომ ავადმყოფობა, განსაცდელი, მწუხარება ადამიანს მხოლოდ ცოდვის გამო არ მოეწევა და რომ იგი უფლის დაშვებითაც ხდება, რათა ყველასათვის განცხადდეს ღვთის ძალა. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

📕 და თქვა იესომ: ვიდრე ამ სოფელში ვარ, ნათელი ვარ სოფლისა” და დაანერწყვა მიწაზე, მოზილა ტალახი, სცხო ბრმას თვალებზე და უთხრა: წადი, დაიბანე სილოამის საბანელში. მანაც დაიბანა და აეხილა თვალები..

🙏 ასეთი საოცარი სასწაულის მოუხედავად ებრაელები ბრალს სდებენ მაცხოვარს, რადგან კურნება შაბათს მოხდა. ფარისევლებმა განკურნებული ბრმა გამოგდეს კრებულიდან ანუ მაცხოვარს სიკეთე ცოდვად ჩაუთვლეს…

❓ იესომ მისი გამოგდების ამბავი რომ შეიტყო, მოძებნა იგი და ჰკითხა: „გჯერა კაცის ძისა (ანუ ქრისტესი)?“
მან უპასუხა: ვინაა იგი რომ მჯეროდეს?
ვინც შენ გელაპარაკება, სწორედ ისაა, – მიუგო უფალმა.
ყოფილმა ბრმამ უთხრა: „მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.“

🙏 ყველაზე მეტად ბრმადმობილის საქციელი ჩვენთვის მისაბაძია თვალის აღხილვის შემდეგ. მან გვიჩვენა მაგალითი გონიერებისა, ავისა და კარგის გარჩევისა, გაბედულებისა, სამართლიანობისა, კეთილისმყოფელისადმი მადლიერებისა.

ჩვენც მოვალენი ვართ მასავით მადლობა შევწიროთ შემოქმედს და უფალიც არ დააყოვნებს კურნებას..

ლოცვა ამ დღეს წასაკითხი 👇💚

თუალითა სულიერითა დაბრმობილი, ქრისტე ღმერთო, შენდა მოვივლტვი, ვითარცა შობითგან ბრმა ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლადბრწყინვალე.

🌿🕊️☘️🌸💮🌼🕊️☘️🌸🌺🌼🌿🌺🌸🕊️

საქველმოქმედო ინფორმაცია  👇🌸

როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )

ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში… ( ვისაც გულით სურს შეწირვა და არ აქვს ამის საშუალება, მოგვწერონ მათაც სახელები)

შესაწირი ტაძრისთვის  🌿👇

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება – ივერიის ღვთისმშობელი

აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ასევე –

GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

 

ზემოთ