6 ივლისს, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია – ნახეთ, ლოცვა რომელიც იკითხება ამ დღეს

გაუზიარე მეგობრებს

ლოცვა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისადმი 👇💚

6 ივლისს არის დღესასწაული “ვლადიმირის” ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა

🌿 გადმოცემის მიხედვით ხატი ლუკა მახარებელმა დაწერა იმ მაგიდის დაფაზე, რომელზედაც მაცხოვარი ყოვლადწმიდა დედასთან ერთად და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა და მადლმოსილმა ავტორმა იგი ყოვლადწმინდა ქალწულს მიუტანა. როდესაც თავისი გამოსახულება იხილა ხატზე, ღვთისმშობელმა წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორა:

🌿 „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ და დაამატა: „მადლი ჩემი და ჩემგან შობილისა ძისა იქმნას ხატსა ამას ზედაო“.

ხატის ასლები მრავალ ქვეყანაში სასწაულებით განდიდდა.

ლოცვა ამ დღეს წასაკითხი 👇🙏

ვისა უგალობდეთ ღვთისმშობელო, ვისა მიმართ ვჴმობდეთ ჟამსა მწუხარებისა ჩუენისასა, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცათაო, ვინ სადა ცრემლნი და სულთქმანი ჩუენი შეისმინოს თჳნიერ შენსა, ყოვლადუჴრწნელო, სასოო ქრისტიანეთაო და ნავსაყუდელო ცოდვასა შინა გუემულთაო, ვინა სადა აღემატოს მოწყალებათა შენთა, მოჰყავ ყური შენი, დედუფალო, ჩუენთა ცოდვილთა მომართ, დედაო ღვთისა ჩუენისაო და ნუ უგულებელსმყოფ, რომელნი მწედ გიხმობთ: შეისმინე სულთქმანი ჩუენნი, განგვამტკიცენ ცოდვილნი ესე, განმსწავლენ ყოველნი და გულისჴმისყოფაჲ კეთილთაჲ მომმადლენ დედუფალო ზეცითასაო და ნუ განმეშორები მონათა ამათ შენთა ცოდვათა ჩუენთათჳს, არამედ მექმენ ჩუენ მშობელ და შუამდგომელ და ღირს მყვენ საფარველსა მოწყალებისასა ძისა შენისა, განაგე ჩუენ ზედა ნებაჲ, შენი, ვითარცა თჳთ უწყი, მშვიდობითსა და უვნებელსა ცხორებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე, რაჲთა ვგოდებთ ცოდვათა ჩუენთა ზედა და შენთანა ვიხარებდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

♥️☺️♥️☺️♥️☺️♥️☺️♥️☺️♥️☺️♥️☺️♥️☺️♥️

ამბავი, რომელიც უნდა ვიცოდეთ 

როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება

თუმცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ, ერთიან თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.

⛪ ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი

♦️ პარალელურად დაიწყო ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა, ასევე გთავაზობთ ნიმუშს, თუ როგორი იქნება მისი კიოტი… ( ქვემოთ 👇 )

თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ სხვადასხვა ხატთა დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახის სახელზე.

ამ ეტაპზე იწერება – ბერი გაბრიელის, ივერიის ღვთისმშობლის, აღდგომის ხატის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნინოს, გვსურს ასევე სიკეთის დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის ხატის დაწერა და ასევე სხვა წმინდათა ხატთა დაწერა ( თქვენი სურვილისამებრ)

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის შემომწირველთა სახელზე.

სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.!

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ( ივერიის ღვთისმშობელი – ან ხატისთვის )

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ზემოთ