7 აგვისტოს ღვთისმშობლის დედის წმიდა ანას ხსენების დღეა – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესასწაულის შესახებ და რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ წმინდა ანასადმი

გაუზიარე მეგობრებს

7 აგვისტოს ღვთისმშობლის დედის წმიდა ანას ხსენების დღეა.

რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესასწაულის შესახებ და რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ წმინდა ანასადმი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა, ნეტარი ანა, მართალი იოაკიმეს მეუღლე იყო. ცოლ–ქმარი ღვთის სიყვარულით ცხოვრობდნენ. წესისამებრ შემოსავლის ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდნენ, მეორეს გლახაკებს უნაწილებდნენ და მხოლოდ მესამედს იტოვებდნენ. მხოლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდათ, შვილი არ ჰყავდათ. იმ დროს კი უშვილობა სირცხვილად და სასჯელად ითვლებოდა. უშვილობა მათთვის ორმაგად სამწუხარო იყო, რადგან იცოდნენ რომ, მათ ტომში უნდა შობილიყო კაცობრიობის მხსნელი – მესია.

დიდ დღესასწაულებზე ცოლ – ქმარი იერუსალიმში ადიოდნენნ. ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილის. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნაც ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალი მოჰკრა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: “ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო”.

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: “ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასულის სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა”.

ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა და მასაც აუწყა სასიხარულო ამბავი. გახარებულმა იოაკიმემ და ანამ ტაძარს მიაშურეს, ისინი იერუსალიმის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს და სიხარულით გადაეხვივნენ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ქალწულს ღმერთს შესწირავდნენ.

მართლაც, ორმოცდაათი წლის შემდეგ ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისაებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს.

მარიამის დაბადებიდან მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.

წმინდა ანა განსაკუთრებით ეწევა უშვილო წყვილებს..წმინდა ანას მადლი გფარავდეთ ყველა ანას და ყველა მართლმადიდებელს .

ლოცვა

იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.

♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

უთხარით ყველას ამბავი რომელიც უნდა ვიცოდეთ, გთხოვთ გაეცნოთ სრულათ.

✨🙏 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ივერიის ღვთისმშობლის სახელზე აგებული ტაძარი ძალიან ცოტაა საქართველოში.
აი, სწორედ ერთერთი ასეთი გამორჩეული ტაძარია, გორის რაიონში –  სოფელ მეჯვრისხევში.

წლებია, თითო-თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი..

საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც არ ულხინთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო სწირავენ დედაღვთისას ს და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობასა და სიყვარულს.

🔗 ტაძრის აღდგენა თითქმის ბოლოშია გასული, თუმცა უსახსრობის გამო ვეღარ ხერხდება ჩვენი ზეციური  დედოფლის სახლის აღდგენა. მთლიანად გამოსაცვლელია სახურავი, რომლისთვისაც საჭიროა ძველი ქართული აგური, კედლები რეაბილიტაციას საჭიროებს კედლები.

თანხის შეგროვების შემთხვევაში რეაბილიტაცია იგიგმება სექტემბრიდან.

🔗 ყველას გთხოვთ შევწიოთ ივერიის ღვთისმშობელს, ვისაც რა შეგვიძლია.

ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის
სახელზე გაღებული ერთი ლარიც კი უდიდეს მადლს და წყალობას მოუტანს თქვენს ოჯახებს.

♥️👇 ამ ეტაპზე მოწესრიგდა სრულად შიდა ნაწილი, დაიწერა 12 ზე მეტი ხატი და კვლავაც მიმდინარეობს ხატთა დაწერა.

🔔 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და  აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება,  მაგრამ ამის  საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი და მუდმივად მოხდება თქვენი მოხსენება წირვის დროს. 

სახელები მოგვწერეთ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ( 579 23 63 09 )

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ( ივერიის ღვთისმშობელი – ან ხატისთვის )

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას

 

ზემოთ