9 ოქტომბერს, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით, ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი.

გაუზიარე მეგობრებს

პატრიარქი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანება ( ბევრისთვის უცნობი ისტორია )

💫 1989 წლის 9 ოქტომბერს, პატრიარქის კურთხევით საქართველოში პირველად ჩამოაბრძანეს ასლი ივერიის ღვთისმშობლის ხატისა.

🖍️ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს, ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის თხოვნით მიუმართავს, საქართველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან.

👉 ბერებმა შეასრულეს პატრიარქის თხოვნა და ორწლიანი შრომის შედეგად, დასრულებული ხატი ორმოცი დღის განმავლობაში ჰქონიათ მიდებული თავდაპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. 1989 წლის 9 ოქტომბერს, იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს, ივერიის ღვთისმშობლის ხატი თბილისში ჩამოაბრძანეს და აეროპორტიდან თბილისის სიონის საკათედრო ტაძრამდე, უამრავი მართლმადიდებლის თანხლებით, მიაბრძანეს.

9 ოქტომბერს არის ეს დიდი დღესასწაული.

🍂 ღვთისმშობლის ხატის საქართველოში ჩამობრძანებას თან სასწაული ახლდა. წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმიდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელმა ბერებმა მომხდარი შემდეგნაირად განმარტეს: ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყარო ამიტომ დაშრაო.

✨ თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა ადამიანები კვლავ ახალი სასწაულის მომსწრენი გახადა. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა, რომ ივერიის ღმრთისმშობლის ხატი მოოქრული პერანგით შეემოსათ. სწორედ, ამ დროს იხილეს სასწაული. ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ანალოღიიდან გადმობრძანებისას, დაინახეს, რომ მინაზე, რომლის მიღმაც ხატი ინახებოდა, ღვთისმშობელი ყრმით იყო გამოსახული. მინაზე გადასული საკმაოდ მკაფიო გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

🌿 შეგეწიოთ, გაგახაროთ, მადლით აღგავსოთ, სიკეთე და წყალობა არ მოგაკლოთ ივერიის ღვთისმშობლის ხატმა.

ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი, მოგვწერეთ სახელები ( ცოცხალთა) და შეძლებისდაგვარად ვეცდებით მოვიხსენიოთ წირვაზე – ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე ( სახელების მოწერა შეუძლია ყველას )

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობას ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, პერიოდულად გაწვდით ინფორმაციებს ტაძრის შესახებ, იქ გაკეთებული საქმეების მიხედვით. ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები.

ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

ხვალინდელი წირვისთვის სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

ზემოთ