9 ოქტომბერს, სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.

გაუზიარე მეგობრებს

9 ოქტომბერს, სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.

🙏 ის იყო კაცობრიობაში პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები, სიტყვები, რომელზეც დაფუძნებულია მთელი ჩვენი სარწმუნოება, სიტყვები, რომელნიც მთელი სისრულით მოგვითხრობენ უფალის შესახებ. ,,ღმერთი სიყვარული არს” – ამ სიტყვებმა იჭექა მთელ სამყაროში, ამ სიტყვებმა დაბადეს ახალი ადამიანი, ამ სიტყვებმა შეცვალა მთელი კაცობრიობა, ითქვა აქამდე არ ნახული, არ გაგონილი სიტყვები, რომელიც აღწევს ყველა ადამიანის გულში.

🌺 მთელი რჯული სიყვარულით აღესრულება, ყოველივე ხარობს სიყვარულით, სიყვარული აერთიანებს, სიყვარული ამშვენიერებას, სიყვარული უკვდავყოფს ყოველივეს. ის იყო უფლის ერთგული მოწაფე, რომელსაც ხშირად ვნახავდით პატარა ბავშვივით, უფლის მკერდზე მიყრდნობილს, რომელიც საყვარელი მოძღვრისგან სითბოსა და სიყვარულს იღებდა.

🌺 როდესაც უფალმა მოწაფეებს უთხრა, მივდივარ იერუსალიმში, სადაც ტანჯვა და წამება მელოდება, იოანე ბავშვური გულწრფელობით დანაღვლიანებული შეეხვეწა, რომ არ წასულიყო იქ.

🌿 წმინდა იოანე არის აგრეთვე ერთგულების, სიმამაცის მოციქული, ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდა. უფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა – ჩააბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ – სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს.

🌿 მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა.

🌿 მისი დაწერილი სახარება ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცემს უფლის ცხოვრებას, უფლის სიდიადეს, მის ღვთაებრიობას. სიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამდენიმე დღის შედმეგ, როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად ხორცით აღვიდა ზეცაში.

ლოცვა 🕊️  – ” ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.”

🕊️ უფალმა მოგვმადლოს სიყვარული იოანე მოციქულისა, უფალმა მოგვმადლოს სიბრძნე და ერთგულება იოანე მახარებლისა

💛❤️💛❤️💛❤️💛❤️💛❤️💛💛❤️💛❤️💛❤️

ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი, მოგვწერეთ სახელები ( ცოცხალთა) და შეძლებისდაგვარად ვეცდებით მოვიხსენიოთ ხვალ წირვაზე – ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე და იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. ( სახელების მოწერა შეუძლია ყველას )

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობას ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, პერიოდულად გაწვდით ინფორმაციებს ტაძრის შესახებ, იქ გაკეთებული საქმეების მიხედვით. ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები.

ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

ხვალინდელი წირვისთვის სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

ზემოთ