„დღეს, როცა ამდენ ახალგაზრდას ვხედავ, გულს უხარია, რომ მოდის დამაიმედებელი, ძლიერი თაობა“
🌿 როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს სამშობლო საქართველოზე, ვფიქრობთ, როგორი იყო იგი წარსულში, როგორია დღეს და როგორი იქნება ხვალ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
დღეს, რადგან ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ…..
🌿 ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ და შევინახოთ ჩვენი რწმენა, ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ჩვენი მიწა, ენა, დამწერლობა, ჩვენი კულტურა. მაგრამ თქმა
ადვილია, განხორციელება – ძნელი.
🌿 დღეს, როცა ტაძრებში ამდენ ახალგაზრდას ვხედავ, გულს უხარია, რომ მოდის დამაიმედებელი, ძლიერი თაობა! მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვით სკოლის ხელმძღვანელობას, დირექტორებს, მასწავლებლებს. თქვენ ძალიან დიდ
საქმეს აკეთებთ, თქვენ ჩვენი შვილები სამშობლოს სიყვარულით უნდა გაზარდოთ.
🌿 გვაქვს მაგალითები, როდესაც უცხოეთში ძალით წაყვანილ ქართველებს უფრო უყვართ საქართველო, ვიდრე ჩვენ, სამშობლოში მცხოვრებთ. ჩემი ვიზიტის დროს ირანში შეხვედრა მქონდა ფერეიდნელ ქართველებთან.
🌿 ჩვენ მაშინ მხოლოდ 2 საათით ვიყავით მათთან და მთელი მოსახლეობა შეიკრიბა! საკვირველია, როგორ გააგებინეს ერთმანეთს! ისინიც და ჩვენც სიხარულისაგან ვტიროდით 2 საათის განმავლობაში. გვთხოვეს, სამშობლოში რომ ჩახვალთ, ქართული მიწა დაგვიკოცნეთო. წამოსვლისას
მოგვძახოდნენ: “ღმერთს ებარებოდეთო”
🌿 საოცრად დიდია მათში სამშობლოს სიყვარული! ისინი გრძნობენ, რომ იქ დროებით არიან. როცა ეკითხებიან, სად არის თქვენი სამშობლო, საოცარი პასუხი აქვთ: როცა ცაზე ცისარტყელა გამოჩნდება, მის ქვეშ უწდა გაიარო და იქ არის საქართველოო. აი, ასეთი სიყვარული აქვთ ამ ადამიანებს თავიანთი ქვეყნის მიმართ.
🌿 დღეს ზოგიერთი ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი ადამიანი ცდილობს, დაჰყოს ჩვენი ახალგაზრდობა, ცდილობენ – ერთმანეთს დაუპირისპირონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაცემას!
ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან ( 16 მაისი, 2010 წელი )
🌿🌺🕊️💮🌸🌼🌿🕊️💮🌸🌼💮🕊️🌸🌼🌿🌺
საქველმოქმედო ინფორმაცია
როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )
ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში…
შესაწირი ტაძრისთვის
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება – ივერიის ღვთისმშობელი
აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე. ( გახსენით ლინკი)
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში